Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საჰაერო მოძრაობის კონტროლირების ასოციაცია ათენის FIR-ში არსებული ტექნიკური პრობლემის მიზეზად ძველ აღჭურვილობას ასახელებს

საჰაერო მოძრაობის კონტროლირების ასოციაცია ათენის FIR-ში არსებული ტექნიკური პრობლემის მიზეზად ძველ აღჭურვილობას ასახელებს

საბერძნეთის საჰაერო მოძრაობის დისპეტჩერთა ასოციაციამ განცხადება გაავრცელა 4 იანვარს საჰაერო მოძრაობის სრული პარალიზების ინციდენტთან დაკავშირებით და მოითხოვა დაუყოვნებლივი გამოძიება საბერძნეთის საჰაერო მოძრაობის დისპეტჩერთა ასოციაციისა და EODASAAM-ის მონაწილეობით.

განცხადების თანახმად პასუხისმგებელმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ აამოქმედეს ყველა არსებული ალტერნატიული საშუალება, რათა უსაფრთხოდ შეძლებოდათ იმ ფრენების მართვა, რომლებიც უკვე ათენის საჰაერო ზონაში იმყოფებოდნენ და რომელთა მარშრუტის შეცვლაც შეუძლებელი იყო. 

უსაფრთხოების მიზნით გაუქმდა დაგეგმილი ფრენები, ხოლო ზოგიერთი რეისის აფრენა კი დროებით შეფერხდა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც რომ უკვე ჰაერში არსებული თვითმფრინავების მიმართულება გადამისამართებულ იქნა მეზობელ აეროპორტებში.

ასოციაციამ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევა. აღნიშნული პრობლემა გამოიწვია მოძველებულმა აღჭურვილობამ, რომელთა შეცვლასთან დაკავშირებითაც წარსულში არაერთხელ წამოჭრილა საკითხი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *