Latest news
წყლის დეფიციტის გამო კუნძულ პოროსზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა კვიპროსის ცნობილი ჰალუმი – ტრადიცია, რომელიც საუკუნეებს ითვლის საბერძნეთის პარლამენტი შშმ პირებისთვის პერსონალური ასისტენტის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალი უახლოეს დღეებში საბერძნეთში ჩავა ათერიდისი მის წინააღმდეგ წამოჭრილ კრიტიკას პასუხობს  დემოგრაფიული კრიზისის ფონზე საბერძნეთში მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სტუდენტთა მობილობის წესის გამარტ... ღეორღიადის: იმედია დამნაშავე სამაგალითოდ დაისჯება - აუცილებლად მოვითხოვთ ზიანის ანაზღაურებას სიზმანოღლიოს საავადმყოფოში ხანძრის გაჩენის მიზეზი სიგარეტის ნამწვავი გახდა ჯავედ ასლამს საბერძნეთში თავშესაფრის სტატუსი შეუნარჩუნდა – ემიგრაციის სამინისტრომ ჯავედ ასლამის გასა... იოანნინა: არასრულწლოვანი ალკოჰოლური ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს
სამშაბათი, ივლისი 14, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ვინ გაიფიცება 1 მაისს და რა განრიგით გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ვინ გაიფიცება 1 მაისს და რა განრიგით გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი

საპირველმაისო გაფიცვას შეუერთდებიან საჯარო მოხელეები, რომლებიც მე-13 და მე-14 ხელფასის დაბრუნებას და ხელფასების ღირსეულ მომატებას ითხოვენ.

მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობა 1 მაისს 11:00 საათზე კორაის მოედნიდან იგეგმება.

10:30 საათიდან გადაკეტილი იქნება დედაქალაქის ცენტრი, რადგან სინდაგმის მოედნიდანაც გაიმართება ზოგადი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია 1 მაისთან დაკავშირებით.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გაფიცვას კერძო სექტორის თანამშრომლებიც შეუერთდებიან, რომლებიც მოითხოვენ რეაგირებას მომატებული ფასების დასარეგულირებლად.

კერძო სექტორის თანამშრომლების საპროტესტო აქცია 11:00 საათზე სათავეს კლავთმონოს მოედნიდან აიღებს.

გაფიცვას შეუერთდება საბერძნეთის საზღვაო ფედერაციაც.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე გადაადგილდება. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *