Latest news
ილიას კასიდიარისი გაათავისუფლეს ხრისტოს იატრუ: Stem Cell-ში ჩატარებული პლაზმოფერეზის შემდეგ სხვა პაციენტიც აღმოჩნდა საავადმყოფოში არსებობს თუ არა მოზარდებში აგრესიის ზრდის საფრთხე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს გასულ წლებში მიღებულ კრედიტებს უღიარებენ კალიმარმაროზე დაგეგმილი კონცერტის ფარგლებში მეტრო და ტრამვაი გვიან ღამემდე მოემსახურება მგზავრებს ჩემი შვილი მე ასე ჩაგაბარეთ - აცხადებს დების ტრაგედიაში დაღუპული ფრანჩესკა ბეზას მამა ამალ კლუნი: არ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი, რასაც სოც.მედიაში ვისმენთ, ან ვკითხულობთ ტების ტრაგედიის სასამართლო პროცესზე გადარჩენილმა მგზავრება ჩვენება მისცეს ათენი-სალონიკის ავტომაგისტრალზე ხანგრძლივი საგზაო შეზღუდვები დაწესდება თივას ცენტრში ინდოეთის მოქალაქე სასტიკად სცემეს
სამშაბათი, სექტემბერი 15, 2026
საბერძნეთიUncategorized

სიროსზე ბავშვის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩავიდა – აცხადებს 41 წლის ქალის ოჯახის ადვოკატი

სიროსზე ბავშვის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩავიდა – აცხადებს 41 წლის ქალის ოჯახის ადვოკატი

სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრის ოჯახის ადვოკატის, მარიზა კაზანძაკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 41 წლის ქალი, რომელიც სიროსზე მოკლეს, კუნძულზე შვილის დაბადების დღის აღსანიშნავად იმყოფებოდა მის მშობლებთან ერთად. 

გარდაცვლილი ქალის ოჯახი სამართლიანობის აღდგენას ითხოვს: “შვებულება ჰქონდა სამსახურიდან და კუნძულზე მის 2 შვილთან ერთად ბებიას და ბაბუას მოსანახულებლად ჩავიდა, რომ ერთად აღენიშნათ მისი ქალიშვილის დაბადების დღე. სამწუხაროდ ვერ შეძლო ამ დღის ოჯახთან ერთად აღნიშვნა. მისი მშობლები შეძრწუნებულები არიან და აცხადებენ, რომ მათ შვილს არ ჰქონდა არანაირი მიზეზი გაეძარცვა ადამიანები. გარდაცვლილს მისი ოჯახის განკარგულებით წარმოვადგენ, უკვე გამოვითხოვე საქმის მასალები და საფუძვლიანად მიმდინარეობს მათი შესწავლა. საქმის მასალებს დაემატება კიდევ ახალი დეტალები, რომლებიც სატელეფონო და ელ.შეტყობინებების მეშვეობით კონტაქტის შესწავლის შემდეგ გამოვლინდება. ამ ეტაპისთვის ველოდებით ექსპერტის დასკვნასაც. ოჯახისა და გარდაცვლილისადმი პატივისცემისკენ მოვუწოდებ საზოგადოებას მანამ, სანამ არ დაიკითხებიან ბრალდებულები და არ გაიხსნება საქმე, რომელმაც ამხელა დარტყმა მიაყენა გარდაცვლილის ოჯახს.” – აცხადებს ოჯახის ადვოკატი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *