Latest news
ილიას კასიდიარისი გაათავისუფლეს ხრისტოს იატრუ: Stem Cell-ში ჩატარებული პლაზმოფერეზის შემდეგ სხვა პაციენტიც აღმოჩნდა საავადმყოფოში არსებობს თუ არა მოზარდებში აგრესიის ზრდის საფრთხე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს გასულ წლებში მიღებულ კრედიტებს უღიარებენ კალიმარმაროზე დაგეგმილი კონცერტის ფარგლებში მეტრო და ტრამვაი გვიან ღამემდე მოემსახურება მგზავრებს ჩემი შვილი მე ასე ჩაგაბარეთ - აცხადებს დების ტრაგედიაში დაღუპული ფრანჩესკა ბეზას მამა ამალ კლუნი: არ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი, რასაც სოც.მედიაში ვისმენთ, ან ვკითხულობთ ტების ტრაგედიის სასამართლო პროცესზე გადარჩენილმა მგზავრება ჩვენება მისცეს ათენი-სალონიკის ავტომაგისტრალზე ხანგრძლივი საგზაო შეზღუდვები დაწესდება თივას ცენტრში ინდოეთის მოქალაქე სასტიკად სცემეს
სამშაბათი, სექტემბერი 15, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

ოლიმპოს მთა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა

ოლიმპოს მთა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა

საბერძნეთის უმაღლესი მწვერვალი, ოლიმპოს მთა, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ერთხმად შეიტანეს, როგორც განსაკუთრებული ბუნებრივი და კულტურული ღირებულების ძეგლი. გადაწყვეტილება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 48-ე სესიაზე, სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში მიიღეს.

ოლიმპოსი, რომლის სიმაღლე 2 918 მეტრია, ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, თორმეტი ოლიმპიელი ღმერთის, მათ შორის ზევსის, საცხოვრებელ ადგილად ითვლება. იუნესკომ აღნიშნა, რომ მთა უნიკალურ ბუნებრივ გარემოს, მდიდარ ბიომრავალფეროვნებასა და მსოფლიო კულტურისთვის განსაკუთრებულ ისტორიულ მნიშვნელობას აერთიანებს.

საბერძნეთის კულტურის მინისტრმა ლინა მენდონიმ განაცხადა, რომ ეს აღიარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა და კიდევ ერთხელ ადასტურებს საბერძნეთის ძალისხმევას კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით.

ოლიმპოსის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანა საბერძნეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა. საბერძნეთს ამჟამად იუნესკოს სიაში 21 ობიექტი აქვს, მათგან კი ოლიმპოსი, მეტეორასთან და ათონის მთასთან ერთად ერთ-ერთია იმ იშვიათ ძეგლებს შორის, რომელსაც ერთდროულად ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *