ვინ იყო პირველი ბერძენი მყვინთავი ქალი, რომლის ქანდაკებაც აგვისტოში, სიმის პორტში დაიდგმება
კუნძულ სიმის პორტში, აგვისტოში დაგეგმილ სპეციალურ ღონისძიებაზე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, პირველი ბერძენი მყვინთავის ქალის- ევგენია მასტორიდუს ხსოვნისადმი მიძღვნილი ქანდაკება დაიდგმება.
ევგენია მასტორიდუ იყო პირველი ქალი, რომელმაც ჩაყვინთა მყვინთავის კოსტუმით სიმის პორტში, რათა დაერწმუნებინა ზღვის ღრუბლის შემგროვებლები გამოეყენებინათ იგი ჩაყვინთვისას, რადგან ისინი მანამდე შიშველი ხელებით, ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე და სუნთქვის შეკავებით ყვინთავდნენ ფსკერზე ღრუბლის მოსაპოვებლად.
ამ კონტექსტში, კუნძულის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა პატივი მიეგო ევგენია მასტორიდოუს ხსოვნისთვის და კალიმნიელი მოქანდაკის, საკელარის კუტუზის მიერ შექმნილი ქანდაკება უკვე კუნძულზეა.
მისი გახსნა დაგეგმილია აგვისტოში, სიმის ფესტივალის ღონისძიებების ფარგლებში, რომელიც ყოველ ზაფხულს იმართება კუნძულზე.
ისტორიული მონაცემებით, 1862 წელს საბერძნეთში პირველი მყვინთავის კოსტუმი კუნძულ სიმის მკვიდრმა, მეზღვაურმა ფოტის მასტორიდისმა ჩაიტანა.
ინგლისურ გემზე ყოფნისას მას საჩუქრად გადასცეს მყვინთავის კოსტუმი სრული აღჭურვილობით. ის 1862 წელს ამ სამოსით ჩავიდა სიმში და ცდილობდა დაერწმუნებინა ზღვის ღრუბლის მომპოვებლები გამოეყენებინათ იგი, რადგან მისი გამოყენება მყვინთავს ფსკერზე უფრო დიდხანს დარჩენის შესაძლებლობას და შესაბამისად მეტი რაოდენობით ღრუბლის მოპოვების საშუალებას აძლევდა.
მაგრამ იმის გამო, რომ თავდაპირველად მყვინთავები შიშის და უცოდინრობის გამო სკეპტიკურად განეწყვნენ აკვალანგის მიმართ, ფოტის მასტორიდისმა მეუღლესთან ერთად გააკეთა დემონსტრაციული ჩვენება- მისი მეუღლე ევგენია მასტორიდუ სიმის პორტში პირველი დაეშვა ზღვის ფსკერზე აკვალანგით და ამგვარად გახდა პირველი მყვინთავი ქალი საბერძნეთში.
ამის შემდეგ, 1863 წლიდან, სიმის სპონჯერებმა უკვე დაიწყეს აკვალანგის გამოყენება, ხოლო 1864 წლიდან მყვინთავის კოსტიუმებს უკვე იყენებდნენ კალიმნოს, ხალკის და კასტელორიზოს სპონჯერები. 1866 წლიდან კი აკვალანგი გამოიყენებოდა კუნძულებზე- ჰიდრა და ეგინა.
მყვინთავის კოსტუმის გამოყენებას, რომელიც იმ დროს რისკების ცოდნის გარეშე მზადდებოდა, რაც დაკავშირებული იყო დეკომპრესიის პროცესთან, შედეგად მოჰყვა 1866 წლიდან 1915 წლამდე ასობით სიკვდილს და ათასობით დამბლის შემთხვევა ჩაყვინთვის დროს ეგეოსის ზღვის კუნძულებზე, მაშინ როდესაც, ამავე პერიოდში “შიშველი” მყვინთავის დაღუპვის მხოლოდ 10 შემთხვევა დაფიქსირდა.
კონკურენცია სკუბა მყვინთავებს (როგორც უწოდებდნენ სკაფანდრიან მყვინთავებს) და თავისუფალ მყვინთავებს (შიშველი მყვინთავები) შორის არათანაბარი რჩებოდა, რამაც გამოიწვია მრავალი ინციდენტი სიმსა და კალიმნოსში, 1866 წელს კი მყვინთავის კოსტუმების გამოყენება აიკრძალა, მაგრამ აკრძალვა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ამავე პერიოდში, 1865 წელს ფრანგებმა უკვე შექმნეს პირველი, სრულიად ახალი ტიპის მყვინთავის კოსტუმი, რომელიც იღებდა ჰაერს ზედაპირიდან ზეწოლის საშუალებით, მაგრამ ჰქონდა ცილინდრი-ერთგვარი ავზი მის ზურგზე,რომელიც ივსებოდა შეკუმშული ჰაერით და საშუალებას აძლევდა მყვინთავს ნებისმიერ დროს გაეწყვეტინა კონტაქტი ზედაპირთან, დაეტოვებინა მილი და თავისუფლად ემოქმედა წყალქვეშ.