Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

პირეას პორტში პოლიციამ ავტომობილში დამალული დიდი ოდენობით მოლოტოვის კოქტეილები აღმოაჩინა

შაბათს ღამით, საღამოს რვა საათის შემდეგ პირეას ცენტრში, პოსეიდონის სანაპიროზე ჩატარებული ჩხრეკისას პოლიციამ ავტომანქანაში დამალული  მოლოტოვის კოქტეილების მთელი არსენალი  აღმოაჩინა, რის შედეგადაც ავტომობილის მძღოლი და მისი თანმხლები მგზავრი დააკავეს.

მანქანის შიგთავსის ჩხრეკისას აღმოაჩინეს ზურგჩანთებში დამალული 39 მოლოტოვის კოქტეილი, რომლებიც მზად იყო გამოსაყენებლად.

პოლიციელებმა მანქანის 24 წლის მძღოლს და მის 22 წლის მგზავრს ხელბორკილები დაადეს.

დაკითხვის პროცესში გაირკვა, რომ ერთ-ერთი მათგანი პოლიციის მიერ წარსულში გარკვეული სახის კანონდარღვევაში იყო შემჩნეული.

ორივე დაკავებულის მიმართ ფეთქებადი ნივთიერების დამზადება-შენახვისა და იარაღის შესახებ კანონის დარღვევის ფაქტზე საქმე აღიძრა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *