Latest news
პროკურორმა 89 წლის კაცის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო თეთრი ბუშტებით გააცილეს 13 წლის კონსტანტინე  ვოლოსის მერი 3 თვის განმავლობაში უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების ევთანაზიის მომხრეა  45 წლიანი კარიერის შემდეგ პილოტის ბოლო გულისამაჩუყებელი დაშვება 1 მაისი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგი 1 მაისი - მშრომელთა საერთაშორისო დღე შრომის დღისადმი მიძღვნილი გაფიცვა და აქცია ათენის ცენტრში დღეს ათენის ცენტრი  დილის საათებში გადაიკეტება სალონიკი: წამითაც კი არ დავფიქრებულვარ, ყველაფერი ისე სწრაფად და სპონტანურად მოხდა - აცხადებს 18 წლი... საბერძნეთი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას
პარასკევი, მაისი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ვრცელდება შეტყობინება, რომელიც 16 წლის გოგონას ერთ-ერთმა ბრალდებულმა გაუგზავნა 

ვრცელდება შეტყობინება, რომელიც 16 წლის გოგონას ერთ-ერთმა ბრალდებულმა გაუგზავნა 

პატრაში, 16 წლის გოგონას გაუპატიურების საქმესთან დაკავშირებული ახალი დეტალები ვრცელდება. 

პოლიცია დღემდე ეძებს გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ მესამე პირს, რომელმაც გოგონას საბედისწერო ღამის შემდეგ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა. გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ბრალდებულების სახელები და გვარები ჩასწორებულია მათი ასაკით, რათა არ მოხდეს მათი ვინაობის გასაჯაროება უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის გათვალისწინებით.

“მე მათთან ერთად არ ვყოფილვარ, სხვა სამეგობრო წრესთან ერთად ვიყავი. შენი და დავინახე და მივედი რომ მეკითხა თუ როგორ გრძნობდა თავს. შემდეგ შენც მოხვედი და უკან მოგყვნენ ისინიც (ბრალდებულები). 19 წლის ბრალდებულმა უთხრა 20 წლის ბრალდებულს, რომ შენთან ერთად წასულიყვნენ. 20 წლის ბრალდებული დათანხმდა. მეც მითხრეს რომ წამოვსულიყავი თქვენთან ერთად, მაგრამ ვუპასუხე: “სად უნდა წავიდეთ? ვერ ხედავთ რომ არ არის კარგად გოგო?1 ვერ ხედავთ რომ მთვრალია?” თუმცა 19 წლის ბრალდებულმა დაიჟინა რომ წავსულიყავით და წავედით. ადგილზე რომ მივედით და ვნახე რასაც აკეთებდნენ კიდევ ერთხელ მოვუწოდე გაჩერებულიყვნენ, ვეუბნებოდი რომ ნასვამი იყავი და რაღაც საშინელება მოხდებოდა. თუმცა მიპასუხეს: “ნუ ღელავ შენ”, ხელი მკრეს და შენზე ზემოდან დავეცი. ხუთი წუთით გავჩერდი ზუსტად თქვენთან ერთად და წამოვედი, წამოსვლისას კიდევ ერთხელ ვუთხარი, რომ თავი დაენებებინათ შენთვის, რადგან არ გრძნობდი თავს კარგად. შეგეშვნენ, მე ჩაგიყვანე კიბეებზე და წამოვედი. დაგტოვე იქ და ვუთხარი კიდევ ერთელ მოეხედათ შენთვის, რადგან არ გრძნობდი თავს კარგად. მამის სულს ვფიცავარ სიმართლეს გეუბნები. არ ვარ მე ისეთი ბავშვი, რომ შენთვის რამე დამეშავებინა. არ მიყვარს ტყუილები.” – აცხადებს წერილობით შეტყობინებაში მესამე ბრალდებული.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *