Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ხუთშაბათი, ივლისი 2, 2026
საბერძნეთი

თესალონიკი: გრძელდება არისტოტელეს უნივერსიტეტის ლექტორის სასამართლო პროცესი, რომელიც მეუღლეს დარიშხანით წამლავდა

თესალონიკის  ნაფიც მსაჯულთა სააპელაციო სასამართლოში  სერიული, განზრახ მკვლელობის ბრალდებით  50 წლის მამაკაცის   თვეების განმავლობაში  გაჭიანურებული  სასამართლო პროცესი  მიმდინარეობს.

პროკურორი ადასტურებს  ბრალდებას, რომელიც  თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტის  ლექტორის მიერ ცოლის და მისი ბებიის დარიშხანით მოწამვლის და მკვლელობის საქმეს ეხება.

ჩატარებული გამოძიება ადასტურებს, რომ აღნიშნული პიროვნება  დარიშხანის სასმელ წყალში შერევით სისტემატიურად წამლავდა მეუღლეს და მეუღლის ბებიას.

ბებია და შვილიშვილი  2013 წლის აგვისტოში , თესალონიკის პაპანიკოლაუს საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალნენ, თუმცა დარიშხანით მოწამვლა თავდაპირველად არ იყო დადასტურებული.

ჯერ მოხუცი ქალი გარდაიცვალა, რომელიც მცირე ხნით საავადმყოფოში მოათავსეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი მისი შვილიშვილი.

მოწამვლის შედეგად სიკვდილის ეჭვები ფართომასშტაბიანმა ლაბორატორიულმა გამოკვლევებმა და ცხედრების ექსგუმაციამ  დაადასტურა.

51 წლის მამაკაცს ბრალი წაუყენეს და 2016 წლის იანვარში პატიმრობა შეუფარდეს, ორი წლის შემდეგ კი თესალონიკის სისხლის სამართლის სასამართლომ მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც  პროკურორმა აღნიშნა,  ორივე ქალმა მიიღო დარიშხანის ტოქსიკური დოზები და ეს არ იყო შემთხვევითი, არამედ განზრახ ქმედების შედეგი.

ამ ყოველივეს წინ უძღოდა ბრალდებულის დაკითხვა, სადაც ის უარყოფდა ჩადენილ დანაშაულს და ეჭვქვეშ აყენებდა ვრცელ ლაბორატორიულ ტესტებს, რომლებიც  ამტკიცებდნენ მის ბრალეულობას ამ დანაშაულში,  ასევე  უარყოფდა, რომ მისი ურთიერთობა მეუღლესთან  იყო პრობლემური.

რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, როგორც საქმის მასალებშია აღნიშნული, ლექტორს 20 წლის სტუდენტთან ჰქონდა ქორწინების გარეშე ურთიერთობა, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა, და რომელთანაც შემდგომში შვილი შეეძინა და ოჯახი შექმნა.

თუმცა, მას არ სურდა ოფიციალურად გაშორებოდა მეუღლეს,  რომელმაც მას ინტენსიური კამათის გამო განქორწინება სთხოვა, რათა არ დაეკარგა მეურვეობა მცირეწლოვან ქალიშვილზე და ასევე შესაძლოა  პრობლემები შექმნოდა უნივერსიტეტშიც, ამიტომ მისი დანაშაულებრივი გზით თავიდან მოშორება გადაწყვიტა, მაგრამ იმისათვის, რომ მის ბრალეულობაში ეჭვი არავის შეეტანა და ისრები  გაუფრთხილებლობით გამოწვეული  უბედური შემთხვევის მიმართულებით გადაეტანა, იგი ცოლთან ერთად მის ბებიასაც წამლავდა.

მოხუცი ამ შემთხვევაში იყო  მსხვერპლი მხოლოდ იმ მოტივით, რომ  ორივე ქალის ერთნაირ გარემოებებში გარდაცვალება განზრახ მკვლელობის თვალსაზრისით  ნაკლებად საეჭვო  იქნებოდა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *