Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

დღეს 3 წლის ბიჭის დედას და მის პარტნიორს დაკითხავენ – ბიჭუნა ისევ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია

დღეს 3 წლის ბიჭის დედას და მის პარტნიორს დაკითხავენ – ბიჭუნა ისევ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია

ურიცხვი ოდენობის ხალხია შეკრებული სასამართლოს შენობის წინ, სადაც დღეს 3 წლის ბიჭუნას დედას და მის პარტნიორს დაკითხავენ.

შეგახსენებთ, რომ შიშის მომგვრელია იმის მოსმენაც კი, თუ როგორ ჯოჯოხეთს გადიოდა 3 წლის ბავშვი დედმისისა და მისი 44 წლის პარტნიორის ხელში, რომელიც კვირას დილიდან მკურნალობას ბავშვთა საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადის.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად წყვილი დანაშაულის ერთმანეთზე გადაბრალებას ცდილობს. თუმცა 44 წლის ბრალდებული, რომელიც ნარკოდამოკიდებულია, 2022 წელს ნასამართლები იყო ოჯახური ძალადობისთვის.

ადგილობრივი საინფორმაციო მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 3 წლის ბიჭუნა ჯოჯოხეთ 3 თვის განმავლობაში გადიოდა. ბოლო ძალადობის ფაქტის შემდეგ, რომელიც კვირას შუადღეს დაფიქსირდა, ბავშვმა გონება დაკარგა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა მეზობელმა გამოიძახა. საავადმყოფოში არასრულწლოვანი უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.

შოკში არიან ექიმები, რომლებმაც ბავშვის სხეულზე მიყენებული დაზიანებები ნახეს. პატარას სხეულზე არამხოლოდ ჩალურჯებები და დარტყმის კვალი აღენიშნება, არამედ დამწვრობები სიგარეტისგან.

ამჟამად დაშავებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

ბავშვის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ პოლიციამ დააკავა ბავშვის 26 წლის დედა და მისი 44 წლის პარტნიორი. შოკისმომგვრელია სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები, რომლებითაც ბავშვზე ძალადობდნენ: ცეცხლსასროლი იარაღი, ხის ბიტა, ხის ფიცრები. ივარაუდება, რომ ხის 2 ფიცარი წყვილმა ბავშვის საწოლს მოხსნა და სწორედ ამ ფიცრებით ურტყამდნენ პატარას.

წყვილს ბრალი ადამიანის მკვლელობის მცდელობისთვის, უსუსური ადამიანისთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენებისა და ოჯახური ძალადობისთვის ედება. 

44 წლის კაცის ჩხრეკისას პოლიციამ ასევე ამოიღო 7 ფირფიტა ქსანაქსი, რომლისთვისაც მას ექიმისგან გაცემული რეცეპტი არ ჰქონია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *