Latest news
ილიას კასიდიარისი გაათავისუფლეს ხრისტოს იატრუ: Stem Cell-ში ჩატარებული პლაზმოფერეზის შემდეგ სხვა პაციენტიც აღმოჩნდა საავადმყოფოში არსებობს თუ არა მოზარდებში აგრესიის ზრდის საფრთხე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს გასულ წლებში მიღებულ კრედიტებს უღიარებენ კალიმარმაროზე დაგეგმილი კონცერტის ფარგლებში მეტრო და ტრამვაი გვიან ღამემდე მოემსახურება მგზავრებს ჩემი შვილი მე ასე ჩაგაბარეთ - აცხადებს დების ტრაგედიაში დაღუპული ფრანჩესკა ბეზას მამა ამალ კლუნი: არ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი, რასაც სოც.მედიაში ვისმენთ, ან ვკითხულობთ ტების ტრაგედიის სასამართლო პროცესზე გადარჩენილმა მგზავრება ჩვენება მისცეს ათენი-სალონიკის ავტომაგისტრალზე ხანგრძლივი საგზაო შეზღუდვები დაწესდება თივას ცენტრში ინდოეთის მოქალაქე სასტიკად სცემეს
სამშაბათი, სექტემბერი 15, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

თესალიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტური საცხოვრებლისთვის 2,3 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო

თესალიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტური საცხოვრებლისთვის 2,3 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო

საბერძნეთის განათლების, რელიგიისა და სპორტის მინისტრმა სოფია ზახარაკიმ თესალიის უნივერსიტეტისთვის 2 294 500 ევროს დაფინანსება დაამტკიცა, რომელიც 2025–2026 სასწავლო წლის სტუდენტური საცხოვრებლის (ბინის ქირის) დახმარების პროგრამას მოხმარდება.

დაფინანსებით ისარგებლებს 1 120 სტუდენტი, რომლებიც ვოლოსში, ლარისაში, ტრიკალაში, კარდიცასა და ლამიაში სწავლობენ და მუდმივი საცხოვრებელი ადგილებიდან მოშორებით ცხოვრობენ. პროგრამის მიზანია სტუდენტებისა და მათი ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა საცხოვრებლის ხარჯების დასაფარად.

1 011 სტუდენტი მიიღებს 2 000 ევროს, ხოლო 109 სტუდენტს 2 500 ევრო გადაერიცხება.

მინისტრ სოფია ზახარაკის განცხადებით, სტუდენტების საცხოვრებლის მხარდაჭერა განათლებაში თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი თქმით, სახელმწიფო აგრძელებს ინვესტირებას საჯარო უნივერსიტეტებში, რათა ახალგაზრდებს, მათი საცხოვრებელი ადგილისა თუ ოჯახის ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, ჰქონდეთ შესაძლებლობა წარმატებით დაასრულონ სწავლა და შექმნან საკუთარი მომავალი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *