Latest news
საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს  როდემდე შეძლებენ საბერძნეთის მოქალაქეები დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაციას დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

გინესის რეკორდსმენი 62 წლის კვიპროსელი: მან თავზე დადგმული 319 შუშის ჭიქით იცეკვა

ბოლო 24 საათის განმავლობაში მორიგი გინესის რეკორდსმენი გამოვლინდა. ეს 62 წლის არისტოტელე ვალაორიტისია კვიპროსიდან, რომელმაც შეძლო თავზე დადგმული 319 შუშის ჭიქით ეცეკვა.

62 წლის კვიპროსელი, რომელიც დილით სადაზღვევო კონსულტანტად მუშაობს, 1995 წლიდან ცეკვავს თავზე დადგმული ჭიქებით.

გინესის წინა რეკორდი ეკუთვნოდა ასევე კვიპროსელ დინო კანტის, რომელმაც თავზე 270 შუშის ჭიქით იცეკვა.

რეკორდის დასამყარებლად ვალაორიტისმა გამოიყენა ჭიქების მოსათავსებელი ცხრა დისკი, საერთო წონით 30 კგ.

62 წლის რეკორდსმენმა დისკები თავზე 10 წამით კი არ გააჩერა, არამედ კიდევ რამდენიმე წამი აგრძელებდა ცეკვას.

როგორც მან გაამხილა, ამ შედგის მისღწევად ის ყოველდღე ვარჯიშობდა-ხეზე ჩამოკიდებულ, ქვიშით სავსე 50 კგ წონის  ტომარას 5 წუთის განმავლობაში იდებდა თავზე.

მან აქვე აღიარა, რომ უბედური შემთხვევებიც არ აკლდა მის ძალისხმევას და თქვა, რომ აქედან  10% მისი ბრალია, 10% მისი ასისტენტის და 80% მაყურებლების, რომლებიც ცდილობდნენ დისკებზე ჭიქების დამატებას.

ვიდეო:

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *