Latest news
ათენი: გრავას სკოლებში 4 000 მოსწავლეს დისტანციურად ჩაუტარდება გაკვეთილები ათენის მეტროს მე-4 ხაზის მშენებლობის გასაგრძელებლად უცხოელ ექსპერტს მოიწვევენ გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმე: ბრალდებულების შვილი პლაზმოფერეზის პროცედურაზე საუბრობს მაზონაკისის გრადაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული უარყოფს საზღვარგარეთ მილიონობით ევროს ანგარიში... დეფორმირებული ატამი პირუტყვის ყვავილზე უფრო მასშტაბური იქნება ნიკოს მორაიტისი საავტორო უფლებებზე საუბრობს სალონიკი: პოლიციელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა ტიროდა, რადგან უთხრეს თავის ქვეყანაში დაბრუნებულიყო - რას ამბობს 13 წლის კენიელი მოსწავლის დედა მხოლოდ 2 წუთით მანქანის გაჩერება შესაძლოა ჯარიმის გამოწერით დასრულდეს კრეტა: რატომ მოიპარა მძარცველმა ჯიხურის დაცვის კამერა
პარასკევი, ოქტომბერი 9, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ივარაუდება, რომ დედას შვილის თავიდან მოშორება უნდოდა – აცხადებს ექიმი, რომელმაც 4 წლის გოგონას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარა

ივარაუდება, რომ დედას შვილის თავიდან მოშორება უნდოდა – აცხადებს ექიმი, რომელმაც 4 წლის გოგონას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარა

4 წლის გოგონას საქმესთან დაკავშირებით, რომელიც პალეო ფალიროს სანაპიროზე დამხრჩვალი იპოვეს, ახალი დეტალები ვრცელდება. 

ექიმი დიმიტრის ღალენდერისი, ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად სხეულზე აღმოჩენილ ძალადობრივ კვალზე საუბრობს: “გოგონას ფილტვებში წყალი და ქვიშა აღმოაჩნდა, რაც მიგვითითებს იმაზე, რომ სიკვდილი დახრჩობის შედეგად დადგა. გოგონა სანაპიროზე დაიხრჩო და არა ღია ზღვაში, რაც თავისთავად გამორიცხავს გოგონას სააბაზანოში დაშავების ისტორიას, რომელიც დედამ მოყვა. თავის არეში მიყენებული დაზიანებები, ასევე სახეზე და ტანზე მიყენებულია მაშინ, როცა გოგონა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ბავშვს ქრონიკული დაავადება ჰქონდა, რაც ჰბადებს ეჭვს, რომ ის განზრახ მოიშორეს თავიდან. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *