ირაკლიო: ბენზინგასამართი სადგური ხის ტოტის მუქარით გაძარცვეს
ირაკლიო: ბენზინგასამართი სადგური ხის ტოტის მუქარით გაძარცვეს
შავ და ლურჯ ქურთუკებში გამოწყობილი 2 პირი სრულიად დაფარული სახით შეიჭრა ბენზინგასამართ სადგურზე და თანამშრომელს ხის ტოტით დაემუქრა სალაროში არსებული თანხის მისათვისებლად.
patris.gr -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელს შეეშინდა და მძარცველებს 200 ევრო მისცა.
მძარცველები თანხას არ დასჯერდნენ და გაქცევისას სიგარეტის რამდენიმე შეკვრა გაიყოლეს.
დაიწყო გამოძიება მძარცველების ადგილმდებარეობის დასადგენად.
Facebook Comments Box
