Latest news
საბერძნეთში რომას საზოგადოებრივი ინტეგრაციის საკითხი მწვავე პრობლემად რჩება პროფესორი ლაზარატოსი საბერძნეთში კერძო უნივერსიტეტების სამართლებრივ პრობლემებზე საუბრობს მაზონაკისის გარდაცვალების საქმე: დაკავებულ ექიმთა შორის დაპირისპირება წარმოიშვა ფილიპოს კაბურისი და მისი მეუღლე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს სატელეფონო და ელექტრონული თაღლითობა მკაცრად დაისჯება - რას ითვალისწინებს ახალი რეგულაცია ტების ტრაგედიაში დაღუპული 18 წლის ანასტასია პაპაგელის მამამ ტემპის ტრაგედიის საქმეზე სასამართლოში ჩვ... ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა ღრევენაში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
საბერძნეთიUncategorized

ირაკლიო: 54 წლის კაცმა ფსიქიატრიული კლინიკიდან გაწერიდან რამდენიმე საათში თავი მოიკლა

ირაკლიო: 54 წლის კაცმა ფსიქიატრიული კლინიკიდან გაწერიდან რამდენიმე საათში თავი მოიკლა

საბერძნეთში, კერძოდ ირაკლიოში 54 წლის კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თვითმკვლელობამდე კაცი ფსიქიატრიულ კლინიკაში იყო განთავსებული, თუმცა ექიმებმა მისი გაწერის გადაწყვეტილება მიიღეს. ფსიქიატრიული კლინიკიდან გაწერიდან რამდენიმე საათის შემდეგ კი ის ვენეციური ციხესიმაგრის კედლიდან გადახტა და გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა თვითმკვლელობის განზრახვა მეუღლეს გაანდო. ქალმა დაუყოვნებლივ მიმართა პოლიციას დახმარებისთვის. სამართალდამცველებმა მამაკაცი ვენიზელიოს საავადმყოფოში გადაიყვანეს ფსიქიატრიული შეფასებისთვის.

საჭირო გამოკვლევების შემდეგ კაცს მედიკამენტური მკურნალობა დაუნიშნეს. თუმცა, ექიმების შეფასებით, არ არსებობდა იძულებითი ჰოსპიტალიზაციის სამართლებრივი საფუძველი და მამაკაცს საავადმყოფოდან წასვლის უფლება მისცეს.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა და იგი საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

შემთხვევასთან დაკავშირებით დეტალები და ის გარემოებები, რომლებშიც მამაკაცის საავადმყოფოდან გაწერის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, დამატებით საგამოძიებო პროცედურას საჭიროებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *