Latest news
სერესში მამაკაცი კულურში აღმოჩენილი მინის ნატეხით დაშავდა  პერისტერში შინაური ცხოველებისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა საკალათბურთო სკანდალის საქმეზე 6 ბრალდებული დააკავეს Pizza Fan-ის საგადასახადო სკანდალი კუნძული ხიოსის მაცხოვრებლები აეროპორტის დროებითი დაკეტვის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდი: 1940 წლის ისტორიული „არა“ თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის მარა... ბერძნების ისტორიულ მეხსიერებაში 28 ოქტომბრის „არა“ დომინირებს რა გახდა Pizza Fan-თან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მიზეზი ალექსანდრუპოლი: 17 წლის გოგონა ხიდიდან ვარდნის შედეგად მიღებული სხეულის დაზიანებებით გარდაცივალა 21 წლის გოგონა პაროსზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს
შაბათი, ოქტომბერი 24, 2026
საბერძნეთიUncategorized

იღუმენიცა: 27 წლის კაცმა ყოფილი პარტნიორის მკვლელობა აღიარა

იღუმენიცა: 27 წლის კაცმა ყოფილი პარტნიორის მკვლელობა აღიარა

საბერძნეთში, იღუმენიცაში მოკლული 25 წლის ქალის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბრალდებულმა, მოკლული ქალის ყოფილმა პარტნიორმა დანაშაული აღიარა.

გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად მკვლელობას წინ უძღოდა მათ შორის წარმოშობილი მწვავე კამათი ფინანსურ საკითხზე. ეჭვმიტანილის განცხადებით, ქალს მისი ვალი ჰქონდა, 2 000 ევრო. კამათის შემდეგ მან ქალს ჯიბის დანით კისრის არეში ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა.

25 წლის ქალი მოგვიანებით ველობილიკის მიმდებარე ტერიტორიაზე უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა მისი გარდაცვალება დაადასტურა.

გამოძიების ინფორმაციით, წყვილი დაახლოებით ერთი თვის წინ დაშორდა ერთმანეთს.

მკვლელობის შემდეგ ბრალდებულმა თავდაპირველად სამართალდამცავ ორგანოებს განუცხადა, რომ მათ ოთხი ნიღბიანი შეიარაღებული პირი დაესხა თავს. თუმცა მოგვიანებით ეს ვერსია უარყო და დანაშაული აღიარა. მისი თქმით, დანის გამოყენების შემდეგ ის შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და იარაღი გზაში გადააგდო.

პოლიციამ ეჭვმიტანილი მალევე იპოვა. მას გულ-მკერდის არეში თვითდაზიანებით მიყენებული ჭრილობები ჰქონდა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები აცხადებენ, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია და პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *