Latest news
საბერძეთი: სკოლებში უფასო კვების პროგრამა განახლდა საბერძნეთი: უფასო მამოგრაფიის პროგრამა განახლდა სარკინიგზო ავარიის შედეგად გარდაცვლილი კვიპროსელი სტუდენტის მამამ სასამართლოზე ჩვენება მისცა ნიკოს კარველას: ვისის სანაცნობო წრე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს საბერძნეთი: ამინდი საგრძნობლად გაუარესდება პანდიოს უნივერსიტეტი სტუდენტურ სართო საცხოვრებელს ხსნის ნიკოს კარველას საგადასახადო სამსახურის ინსპექტორებთან შელაპარაკება მოუვიდა 12 ოქტომბრიდან საბერძნეთში ციფრული ბარათი ახალ შრომით სექტორებზშიც დაინერგება ჩემი სახლი 3 - საბერძნეთში პირველადი საცხოვრებლის შესაძებად 230 000 ევრომდე შეღავათიანი სესხები გაიც... კოზანი: პენსიონერის სახლში სახიფათო ქიმიური ნივთიერება აღმოაჩინეს
სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

კალითეას სადგურზე შშმ პირებისთვის წვდომის გაუმჯობესების სამუშაოები იწყება

კალითეას სადგურზე შშმ პირებისთვის წვდომის გაუმჯობესების სამუშაოები იწყება

ათენის სატრანსპორტო კომპანია ΣΤΑ.ΣΥ-მ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას კალითეას სადგურზე (ხაზი 1 – ყოფილი ΗΣΑΠ) ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების პროექტის დასაწყებად. სამუშაოების მიზანია მგზავრებისთვის, განსაკუთრებით კი შშმ პირებისა და შეზღუდული მობილობის მქონე ადამიანებისთვის, უფრო უსაფრთხო და მარტივი გადაადგილების უზრუნველყოფა.

პროექტს განახორციელებს კომპანია „ΜΠΕΚΡΗΣ – ΚΑΛΟΓΕΡΟΠΟΥΛΟΣ Ο.Ε.“, რომლის ღირებულება შეადგენს 132 625 ევროს (დღგ-ს გარეშე). სამუშაოების დაწყებამდე მომზადდა სპეციალური კვლევა, რომელმაც სადგურში საჭირო ცვლილებები განსაზღვრა.

გათვალისწინებულია:

  • საფეხმავლო ხიდის იატაკის შეცვლა, რათა გაუმჯობესდეს გადაადგილება ეტლით მოსარგებლეებისა და უსინათლო მგზავრებისთვის;
  • კიბეების მოაჯირების განახლება და დამატებითი საყრდენების მოწყობა;
  • უსინათლოთა მიმართულების მიმანიშნებელი ბილიკებისა და პლატფორმებზე გამაფრთხილებელი ზედაპირების მოწყობა;
  • არსებული პანდუსების გაუმჯობესება, მათ შორის იატაკის, განათებისა და ნიშნების განახლება;
  • სადგურის საინფორმაციო ნიშნების მოდერნიზაცია;
  • დაბრკოლებებისა და სახიფათო კონსტრუქციების აღმოფხვრა;
  • განათების სისტემის გაუმჯობესება უსაფრთხო გადაადგილებისთვის.

პროექტის დასრულების ვადა 12 თვეა.

კალითეას სადგურის განახლება ΣΤΑ.ΣΥ-ის უფრო ფართო პროგრამის ნაწილია, რომელიც ათენის მეტროს ხაზი 1-ის (კიფისიიდან პირეამდე) ყველა სადგურის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. მსგავსი სამუშაოები დაგეგმილია ხაზის დანარჩენ 23 სადგურზეც, საერთო ბიუჯეტით 7,2 მილიონი ევრო.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *