კოზანი: ქორწილიდან ბრუნდებოდა 28 წლის ბიჭი, რომლის სიცოცხლეც ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა
კოზანი: ქორწილიდან ბრუნდებოდა 28 წლის ბიჭი, რომლის სიცოცხლეც ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა
დღეს გამთენიისას კოზანის აეროპორტთან მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ 28 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა.
Kozanimedia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად უბედური შემთხვევა კოზანი-ლარისას ეროვნულ გზატკეცილზე მოხდა.
28 წლის ბიჭმა, რომელიც წარმოშობით კოზანიდან, კერძოდ პოლიმილოდან იყო, გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო საჭეზე კონტროლი დაკარგა, გზიდან გადავარდა, ჯერ გზის დამცავ ჯებირებს შეეჯახა, ხოლო შემდეგ კი ბარიერი გაარღვია და ამოყირავდა.
რამდენადაც პრესისთვის ცნობილია ახალგაზრდა ქორწილიდან ბრუნდებოდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამვლელებმა გამოიძახეს, თუმცა დაშავებულისთვის ყოველგვარი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დაგვიანებული იყო.


Facebook Comments Box
