საბერძნეთის ინიციატივას, არასრულწლოვნებისთვის სოც.მედიაზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით კვიპროსიც უერთდება
საბერძნეთის ინიციატივას, არასრულწლოვნებისთვის სოც.მედიაზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით კვიპროსიც უერთდება
საბერძნეთის ინიციატივას არასრულწლოვნებისთვის, კერძოდ 15 წალმდე ბავშვებისთვის სოც.მედიაზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით, კვიპროსიც უერთდება.
პრეზიდენტ ნიკოს ხრისტოდულიდის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შესაბამისი წინადადება წლის განმავლობაში ეროვნულ აპლიკაციაში „ციფრული მოქალაქე“ იქნება ასახული.
როგორ განხორციელდება ცვლილებები?
სავალდებულო ხდება ასაკის რეგისტრაცია სხვადასხვა სოც.პლატფორმებზე, იქმნება თინეიჯერებისთვის სპეციალური პროგილები და იზღუდება ღამის საათებში სოც.მედიასთან წვდომა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიეკუთვნება ახალ რეგულაციას, რომელიც თინეიჯერების, კერძოდ 15 წლამდე ასაკის ბავშვების სოც.პლატფორმებზე აქტივობებს კონტროლის ჩარჩოში მოაქცევს.
პრაქტიკაში ეს ყოველივე ნიშნავს, რომ სოც.პლატფორმები როგორიცაა: Facebook, Instagram, TikΤok და Snapchat-ი, გადაამოწმებენ 7 მილიონიან მომხმარებელთა სიაში არიან თუ არა 15 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც ცდილობენ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით განაგრძონ პლატფორმების გამოყენება.
აღნიშნული პლატფორმები 2027 წლის 1-ლი იანვრიდან გამოიყენებენ ავსტრალიაში გავრცელებულ პრაქტიკას, რომელმაც უკვე გაატარა age ban-ის პროგრამა.
რეგულაციების დაცვის თვალსაზრისით ერთადერთი გამოსავალი აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად არის ალგორითმის შემუშავება, რომელიც თითოეული მომხმარებლისგან მოითხოვს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენას, მოახდენს ასაკის ჯვარედინ გადამოწმებას და შემდგომ გადაწვეტს მისცეს თუ არა წვდომა მომხმარებელს სოც.პლატფორმაზე. ამასთანავე ინიცირებული ცვლილებებიდან რეგულაციის გატარებამდე სოც.პლატფორმებს აქვთ საკმარისი დრო ინტეგრირება მოახდინონ Kids Wallet-ის, საიდანაც ავტომატურად გადამოწმდება არასრულწლოვნების მონაცემები.
რაც შეეხება უკვე რეგისტრირებულ მომხმარებლებს, ციფრული მმართველობის სამინისტრომ უკვე შეიმუშავა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ასაკის დადასტურების ხელახალ მოთხოვნას ამ დროისთვის სავარაუდო, 90 დღის ვადაში.
იმ შემთხვევაში თუ 3 თვის ვადაში მომხმარებელი არ მოახდენს ვერიფიკაციას მისი პროფილი დაიბლოკება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად Facebook შეამოწმებს 7,3 მილიონამდე ბერძენ მოქალაქეს, Instagram-ი 4,35 მილიონ მოქალაქეს, ხოლო TikTok-ი 3,87 მილიონს.
