Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

კეფალონია: 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმის ახალი დეტალები ვრცელდება

კეფალონია: 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმის ახალი დეტალები ვრცელდება

ვრცელდება იმ ადგილის ფოტოსურათი, სადაც 19 წლის მირტო დახმარების გარეშე მიატოვეს 14 აპრილს გამთენიისას.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გარდაცვლილი საბედისწერო ღამეს 23,26 და 22 წლის ახალგაზრდებთან ერთად იმყოფებოდა.

კერძოდ, გოგონა 13 აპრილს ღამის 12 საათზე 23 წლის მეგობართან ერთად არღოსტოლოს მოედანზე მდებარე სასტუმროში მივიდა. დაახლოვებით გამთენიის 2 საათზე გოგონას მეგობარმა შესთავაზა კოკაინის მიღება, სწორედ ამიტომ მათ 26 წლის მეგობარს დაურეკეს, რომელმაც ადგილზე ნატკოტიკული ნივთიერება მიიტანა, რომელიც ერთად მოიხმარეს. დაახლოვებით 1 საათის შემდეგ 26 წლის ბიჭმა სასტუმრო დატოვა და 22 წლის ალბანეთის მოქალაქესთან ერთად დაბრუნდა უკან დამატებითი ნარკოტიკული ნივთიერებით, რომელიც 19 წლის მირტომ, მისმა 23 წლის მეგობარმა და 26 წლის ყოფილმა სპორტსმენმა ისევ მოიხმარეს. პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით 22 წლის ალბანეთის მოქალაქეს ნარკოტიკული ნივთიერება არ მიუღია. 

როგორც ჩანს მეორე დოზის მიღების შემდეგ გოგონამ თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. ამ დრომდე გამოძიების ხელთ არსებული ინფრომაციის თანახმად ახალგაზრდებმა გოგონა ერთად გადაიყვანეს მოედანზე და ქუჩაში დატოვეს. 

დაცვის კამერებიდან ამოღებულ ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ გადაჰყავს 3 ახალგაზრდადან ერთ-ერთ გოგონა და როგორ მიჰყვება მას უკან 2 მეგობარი. 

19 წლის მირტოს ცხედარს ექპსერტიზა დღეს ჩაუტარდება. 

პოლიციამ უკვე დააკავა სამივე ეჭვმიტანილი, რომლებიც პროკურორთან დილის 11 საათზე გადაიყვანეს. დაკავებულებს ბრალი ადამიანის საფრთხის შემცველ გარემოში მიტოვებაში ედებათ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *