Latest news
კლაუდია ლატა: ჩემი შვილი უმწეო მდგომარეობაში, სრულიად მარტო გარდაიცვალა ვაგონში იღუმენიცა: 27 წლის კაცმა ყოფილი პარტნიორის მკვლელობა აღიარა ტების ტრაგედიასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი გრძელდება მგლები და ტურები ქალაქებს უფრო და უფრო ხშირად სტუმრობენ ანა კანდარაკი: გვეშინოდეს ექიმების, რომლებიც ყველა განხრის სპეციალისტობას იჩემებენ გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმეზე ჰიპნოთერაპევტ ნასოს კომიანოსს დაკითხავენ საბერძნეთი: შობადობის კლების ტემპი შენელდა სკერცოს: ფასების მატება საერთაშორისო პრობლემას წარმოადგენს ცვლილებები სანომრე ნიშნების გაცემის წესში - როგორ ავირჩევთ მანქანის სანომრე ნიშნებს ფოტის იაგულას: ყაჩაღი, რომლის ცხოვრებაც ხალხურ ლეგენდად იქცა
ორშაბათი, სექტემბერი 21, 2026
საბერძნეთი

კუნძულ იოზე ირლანდიის მოქალაქე ორი ახალგაზრდა ტრაგიკულად გარდაიცვალა

კუნძულ იოზე გუშინ ტრაგიკულად გარდაიცვალა ირლანდიის მოქალაქე ორი ახალგაზრდა, რომლებიც კუნძულზე სწავლის დამთავრების აღსანიშნავად ჩავიდნენ. გარდაცვალების დამადასტურებელ განცხადებას ირლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ორივე გარდაცვლილი ახალგაზრდა კუნძულზე დუბლინის ერთ-ერთი სკოლის 70 მოსწავლისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად ჩავიდა.

შაბათს(1/7) შუადღიდან დაიწყეს დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება და გართობა დილამდე. შემდეგ ერთ-ერთს, მაქს უოლს, სურდა ფეხით დაბრუნება თავის საცხოვრებელში, რადგან მანძილი მცირე იყო, თუმცა მისი კვალი დაიკარგა და როცა მეგობრები ოთახში დაბრუნდნენ და ვერ იპოვეს, პოლიცია გამოიძახეს.

სამწუხაროდ, ახალგაზრდა მამაკაცი კვირას, დილის 11 საათზე გარდაცვლილი იპოვეს კლდეზე, გერმანოლის რაიონში. აქამდე არსებული მტკიცებულებების მიხედვით, ყველაზე სავარაუდო სცენარია ის, რომ ფეხი დაუცურდა, სიმაღლიდან გადავარდა და თავი დაარტყა.

თუმცა, ირლანდიელების ჯგუფისთვის ტრაგედია ამით არ დასრულებულა, ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა, ენდრიუ ოდონელმა, როდესაც შეიტყო თანაკლასელის გარდაცვალება მიღებულ შოკს ვერ გაუძლო, მას ჰქონდა გულთან დაკავშირებული ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემა რამაც საბოლოოდ მისი გარდაცვალება გამოიწვია.

ირლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქმის კურსშია და უწევს შესაბამის დახმარებას გარდაცვლილთა ოჯახებს, თუმცა ცალკეულ შემთხვევათა დეტალებზე კომენტარს ამ დროისთვის არ აკეთებს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *