Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
მსოფლიო

მსოფლიოში ყველაზე ერთგული ძაღლის, ჰაჩიკოს დაბადებიდან 100 წელი გავიდა

100 წელი გავიდა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ძაღლის, ჰაჩიკოს დაბადებიდან, რომლის პატრონის მიმართ თავდადების მაგალითიც აბსოლუტური ერთგულების, მეგობრობისა და  სიყვარულისა სიმბოლოდ იქცა.

მისი უნიკალური ისტორია აღიბეჭდა წიგნების ფურცლებზე, 2009 წელს მასზე გადაიღეს  ფილმიც, სახელწოდებით “ჰაჩიკო”.

ის დაიბადა 1923 წლის 10 ნოემბერს იაპონიის ქალაქ ოდატეში. ის იყო ძაღლი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ელოდა თავის პატრონს, რომელიც გარდაიცვალა ცერებრალური სისხლდენის შედეგად, იაპონიის მატარებლის სადგურზე.

იმ ადგილას, სადაც ერთგული ძაღლი პატრონის მოლოდინში მუდამ ფეხმოუცვლელად იჯდა, ტოკიოში, შიბუიას სადგურის მიღმა, შეიქმნა ბრინჯაოს ქანდაკება, რომელსაც  ყოველდღიურად ასობით დამთვალიერებელი სტუმრობს და იღებს ფოტოებს.

ამავე ადგილას, სადგურის ხეივანში 1935 წლის 8 მარტს ჰაჩიკო გამვლელებმა უკვე მკვდარი იპოვეს.

მის ისტორიას იაპონიის ყველა სკოლაში ასწავლიან, როგორც მეგობრობის, უდიდესი ერთგულების და სიყვარულის მაგალითს.

წელს, მისი დაბადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით იაპონიაში მთელი რიგი ღონისძიებები გაიმართება

“ჰაჩიკო წარმოადგენს იდეალური იაპონელი მოქალაქის სახეს თავისი უპირობ ერთგულებით” – ამბობს ქრისტინე იანო, ჰავაის უნივერსიტეტის პროფესორი

BBC-ის კითხვაზე, განაგრძობს თუ არა ის მომდევნო 100 წლის განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე ერთგული მეგობრის ტიტულის ტარებას, ქრისტინე იანო დადებითად პასუხობს, რადგან „ჰაჩიკოს გმირობა“ მარადიულია.

“მომდევნო ასი წლის განმავლობაშიც კი ეს უპირობოდ თავდადებული სიყვარული უცვლელი დარჩება და ჰაჩიკოს ისტორია სამუდამოდ იცოცხლებს”

ზოგადად აკიტას ჯიშის ძაღლები მშვიდი, გონიერი, მამაცი და მორჩილი არიან თავიანთი პატრონების  მიმართ, მაგრამ მეორეს მხრივ არიან ჯიუტებიც და უფრთხიან უცხოებს.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *