Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

გველები და იგუანები ქუჩებსა და პარკებში-ეგზოტიკური ცხოველების მიტოვება “მოდად” იქცა

საბერძნეთში ბოლო წლების განმავლობაში ქუჩებსა და პარკებში არასასურველი  ცხოველების მიტოვების ტენდენციამ საგრძნობლად იმატა, ხოლო ის ფაქტი, რომ მათ შორის არიან ცხოველთა ისეთი იშვიათი და ეგზოტიკური სახეობები, როგორებიც არიან კუები, გველები და იგუანები, სერიოზული შეშფოთების საფუძველი ხდება.

უპატრონოდ მიტოვებულ ცხოველებს შეიძლება ნებისმიერ დროს გადააწყდეთ ქუჩებში, პარკებში და სრულიად წარმოუდგენელ ადგილებშიც კი, რაც არც თუ ისე სასიამოვნო და გარკვეულწილად საშიშიც კია.

აღნიშნულ პრობლემასთან  დაკავშირებით პრესის წარმომადგენელს არაკომერციული ორგანიზაცია “ცხოველთა გადარჩენისა და დაცვის რაზმის”ორი დამფუძნებლიდან ერთ-ერთი, 43 წლის სტელიოს გერონიმაკისი ესაუბრა.

“ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა აღმოაჩინა და შეიფარა მიტოვებული ათი კურდღელი, ექვსი გველი, ოთხი იგუანა და რამდენიმე კუ.

ამ კონტექსტში გუშინ, დილის 11:45 საათზე, პოლიციის მიერ მიღებული გამოძახების შემდეგ, ცხოველთა გადარჩენისა და დაცვის რაზმის წევრებმა ტუმბას რაიონიდან, პარკში იპოვეს და წაიყვანეს პატარა ბოა კონსტრიქტორი.

40-50 სმ სიგრძის ცხოველს, რომელიც აშკარად მფლობელის მიერ არის მიტოვებული, ბევრი ნაკაწრი აქვს კატებისგან, გაუწყლოებულია და როგორც რენტგენმა აჩვენა, ხერხემალი აქვს გადატეხილი.”

გარდა ამისა, როგორც ის აღნიშნავს, ორი კვირის წინ ჯგუფს დაურეკა კერძო პირმა, რომელმაც შეატყობინა, რომ მას სახლში ჰყავდა ორი პითონი და იგუანა რომლებიც ნაცნობმა დაუტოვა და თუ არ დათანხმდებოდნენ მათ წაყვანაზე, ქუჩაში დატოვებდა.

“მინდა აღვნიშნო რომ ეს ბატონი უფრო პატიოსნად მოიქცა, რადგან შეგვატყობინა და ცხოველები მაშინვე ქუჩაში არ დაუტოვებია. ჩვენ  რა თქმა უნდა, წავედით და წამოვიყვანეთ ისინი”- ამბობს ბატონი გერონიმაკისი.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *