Latest news
ბრიტანელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულის აღმზრდელი ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს Marfin-ის საქმის ერთ-ერთი ბრალდებული ჩვენებას 11 აგვისტოს მისცემს რიო-ანდირიოს ხიდის გახსნიდან 22 წელი გავიდა - ხიდი, რომელმაც საბერძნეთის 2 რეგიონი დააკავშირა კითირა: ლიკოდიმუს სანაპირო უსაფრთოების მიზნით დაკეტეს ატიკის რეგიონი მცირე ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციას 95,5 მილიონი ევროთი დააფინანსებს დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები, რომელთა გამოვლინების დროსაც აუცილებელია ექიმს მივმართოთ ახალი ვერტმფრენები, დრონები და ტყის სპეცდანაყოფები - საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ხანძარ... თესალიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტური საცხოვრებლისთვის 2,3 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო შაბათს კუნძულ კრეტაზე, ხიოსზე, სამოსა და იკარიაზე ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია ჩრდილოეთ ევია: მიტოვებულ მაღაროებზე გაჩენილი 14 ტბა
შაბათი, აგვისტო 8, 2026
საზოგადოებასაბერძნეთი

პიერაკაკის: ოლიმპიური ნიჩბოსნობის ცენტრისთვის ახალი ერა იწყება – საჯარო ქონება თითოეული ბერძენის საკუთრებაა

პიერაკაკის: ოლიმპიური ნიჩბოსნობის ცენტრისთვის ახალი ერა იწყება – საჯარო ქონება თითოეული ბერძენის საკუთრებაა

საჯარო ქონების განკარგვა უნდა მოხდეს თითოეული ინფრასტრუქტურის ხასიათისა და დანიშნულების მიხედვით და ყოველთვის საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, განაცხადა საბერძნეთის ეკონომიკის მინისტრმა, კირიაკოს პიერაკაკისმა განათლების სამინისტროსთვის სხინიას ოლიმპიური ნიჩბოსნობის ცენტრის გადაცემის ცერემონიის დროს.

როგორც მინისტრის განცხადებაში ითქვა ნიჩბოსნობის ცენტრის გადაცემა აღნიშნული სპორტისთვის ახალი ერის დასაწყისია. ამ გზით შესაძლებელი გახდება გაძლიერდეს აღნიშნული სპორტის სახეობა, საბერძნეთმა უმასპინძლოს საერთაშორისო შეჯიბრებს და სპორტსმენებს მიეცეთ საშუალება ივარჯიშონ თანამედროვე მეთოდების მიხედვით. 

კირიაკოს პიერაკაკისმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოლიმპიური ობიექტების მთავარი დანიშნულება და ღირებულება მათი გრძელვადიანი გამოყენებით ვლინდება. სპორტში განხორციელებული ინვესტიცია ახალგაზრდა თაობისა და ქვეყნის მომავალ წარმატებაში ჩადებულ ინვესტიციას წარმოადგენს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *