Latest news
საბერძნეთში ძაღლივით მექცევიან, ერთ დღეს მივალ მათ ოფისებში და ყველას დავკბენ - რას წერს პრესას 89 წ... მიზანში ამომიღეს - აცხადებს კონსტანტოპულუ კარლა: ფოტოგრაფებმა იშვიათი შავი ყარყატი დააფიქსირეს დანა იმიტომ ჰქონდა რომ  ეშინოდა - აცხადებს 20 წლის ბრალდებულის ადვოკატი კოზანის რეანიმაციული განყოფილების დირექტორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არსებულ მდგომარეობაზე ... პროგრამისთვის ტურიზმი ყველასთვის 300 000 განაცხადი შევიდა დაგვიანებით - პლატფორმა 29 აპრილს იხურება სოციალურ პროგრამაზე ძიძები სამეზობლოდან რეგისტრაცია დღეიდან იწყება რა ღირს ოცნების ასრულება - ინ ვიტრო განაყოფიერების ახალი რეალობა საბერძნეთში ისტორიული შენობების მფლობელები მოთხოვნებს აყენებენ 27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება
ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
საბერძნეთიემიგრაცია

რატომ არ ამოქმედდა ემიგრაციის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი ძალაში შესვლის მიუხედავად

რატომ არ ამოქმედდა ემიგრაციის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი ძალაში შესვლის მიუხედავად

საბერძნეთის რესპუბლიკისთვის უჩვეულო არ არის ძალაში შესული კანონების უფუნქციოდ დატოვება. ამის მიზეზი კი ხშირად იმ დებულებების ზედაპირულობა ხდება, რომლებიც რეალურად არსებული პრობლემის აღმოფხვრას არ ემსახურება და არც შეესაბამება.

დღეს ვისაუბრებთ ემიგრაციის სამინსტროს მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტზე, რომელსაც პარლამენტის ხმათა უმრავლეობით დაუჭირეს მხარი და ძალაში ამა წლის თებერვლის თვეში შევიდა, თუმცა ჯერ არ ამოქმედებულა.

აღნიშნულ კანონს როგორც პოზიტიური ასევე უარყოფითი ცვლილებები შეაქვს არსებულ საემიგრაციო კოდექსში: ბინადრობის მოწმობების დაჩქარებული წესით გამოშვება, “გაფუჭებული” საბუთების აღდგენა, ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის კრიმინალიზაცია და სხვა მრავალი. 

რატომ არ ამოქმედდა ახალი კანონი? 

როგორც უკვე ყველასთვის კარგად ცნობილია საჯარო მოხელეები დიდ ინტერესთა ჯგუფს წარმოადგენენ პოლიტიკური გადაწყვეტილებების, კანონების ან კანონქვემდებარე აქტების მიღებაზე ზეგავლენის მოხდენის თვალსაზრისით. მათთვის შეზღუდული დროის დაწესება სამუშაოს სწრაფად შესასრულებლად თანამშრომლების დამატების გარეშე სრულიად მიუღებელი და შეუძლებელიც კია. ბინადრობის მოწმობების, ე.წ “ადია დიამონი”-ს გასაცემად განცხადებების განხილვის დაგვიანება არა კანონით რეგულირებული ხანგრძლივი დროის მონაკვეთის ბრალია, არამედ არასაკმარისი თანამშრომლების რაოდენობის საემიგრაციო სამსახურებში, ისევე როგორც ჯანდაცვის სფეროში და სხვა მრავალ სახელმწიფო სექტორში.

შესაბამისად სახელმწიფოს და ამ შემთხვევაში ემიგრაციის სამინისტროს ზედაპირული მცდელობა, რომელიც უფრო ხალხისთვის თვალის ახვევას ემსახურება, ვიდრე არსებული პრობლემის გამოსწორებას, უშედეგოდ და განუხორციელებლად რჩება. 

საემიგრაციო სამსახურები ახალ კანონმდებლობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე გვპასუხობენ, რომ ელოდებიან განმარტებებს ემიგრაციის სამინისტროს მხრიდან, რომლებიც ჯერ-ჯერობით არსად ჩანს. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *