Latest news
რას გულისხმობს თანამედროვე სამედიცინო მიმართულება საჯარო მოხელეები 12 საათიდან გაფიცვას აცხადებენ - საპროტესტო აქცია შუადღის 1 საათზე იგეგმება ილიას კასიდიარისი გაათავისუფლეს ხრისტოს იატრუ: Stem Cell-ში ჩატარებული პლაზმოფერეზის შემდეგ სხვა პაციენტიც აღმოჩნდა საავადმყოფოში არსებობს თუ არა მოზარდებში აგრესიის ზრდის საფრთხე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს გასულ წლებში მიღებულ კრედიტებს უღიარებენ კალიმარმაროზე დაგეგმილი კონცერტის ფარგლებში მეტრო და ტრამვაი გვიან ღამემდე მოემსახურება მგზავრებს ჩემი შვილი მე ასე ჩაგაბარეთ - აცხადებს დების ტრაგედიაში დაღუპული ფრანჩესკა ბეზას მამა ამალ კლუნი: არ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი, რასაც სოც.მედიაში ვისმენთ, ან ვკითხულობთ ტების ტრაგედიის სასამართლო პროცესზე გადარჩენილმა მგზავრება ჩვენება მისცეს
ოთხშაბათი, სექტემბერი 16, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

რეთიმნო: ქალს შუა ქუჩაში დაესხნენ თავს და თავში ჩაარტყეს

რეთიმნო: ქალს შუა ქუჩაში დაესხნენ თავს და თავში ჩაარტყეს

რეთიმნოს მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია ახალგაზრდა ქალზე თავდასხმის შემთხვევას, როცა მას 41 წლის კაცმა თავის არეში მიაყენა დარტყმა.

Cretapost-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ქალსა და კაცს შორის ჩხუბი ღამის 22:00 საათზე ატყდა რეთიმნოს ცენტრალურ გზაზე. 37 წლის ქალი თავში მიყენებული დარტყმის გამო მძიმედ არის დაშავებული.

შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმები აცხადებენ რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თავდამსხმელი კი პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა. 

დაკავებულის წინააღმდეგ საქმე ფიზიკური დაზიანებების მიყენების მუხლით აღიძრა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *