Latest news
დაძაბულობა საბერძნეთის მუნიციპალიტეტების ცენტრალური კავშირის კონფერენციაზე: ხარის დუკასმა კენჭისყრის... სალონიკში ცხოველთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება ზოღრაფუს უნივერსიტეტის კამპუსზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სტუდენტი დაშავდა პიერიაში 60 პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა: როგორ მუშაობდა უკანონო მშენებლობების და... ხანძრის შედეგად პირეაზე საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩამოინგრა ქველმოქმედების ბნელი მხარე: არასამთავრობო ორგანიზაციები, მილიონობით შემოწირულობა და სამი საქმე სასამ... „საუკუნის ძარცვა“ - საბერძნეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და იდუმალი ბანკის გაქურდვის ი... საბერძნეთში გრიპის შემთხვევები მატულობს  პატრა: ირინი მურძუკუ სასამართლოში მკაცრი უსაფრთხოების ზომების დაცვით გადაიყვანეს  ვოლოს: 15 წლით თაცვისუფლების აღკვეთა მიესაჯა დედას, რომელსაც არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად ძალადო...
შაბათი, ნოემბერი 7, 2026
საბერძნეთიUncategorized

25 წლის პენელოპეს მოსაკლავად მისი ყოფილი პარტნიორი ათენიდან იღუმენიცაში ჩავიდა

25 წლის პენელოპეს მოსაკლავად მისი ყოფილი პარტნიორი ათენიდან იღუმენიცაში ჩავიდა

25 წლის პენელოპეს მკვლელობაში ბრალდებულ 27 წლის კაცს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, ცივი იარაღის უკანონო ტარებისა და გამოყენების, ასევე ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობის მუხლებით ბრალი წაუყენა.

ბრალდებული, რომელიც დანაშაულს აღიარებს, ამჟამად ფილიატონის გენერალურ საავადმყოფოში, პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ექიმების განცხადებით პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მოსამართლის წინაშე ჩვენებას ხუთშაბათს დილით მისცემს. მან სასამართლოს საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გამო ადვოკატის დანიშვნაც სთხოვა.

ბრალდებულის განცხადებით, ის ათენიდან იღუმენიცაში ყოფილი შეყვარებულის სანახავად ჩავიდა მათ შორის ფინანსური უთანხმოების მოსაგვარებლად. შეხვედრა იღუმენიცაში ველობილიკთან მდებარე პატარა პავილიონთან შედგა. კამათის შემდეგ კაცმა პენელოპეს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მიხედვით, ქალს 10 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

მკვლელობის შემდეგ ბრალდებულმა პოლიციის შეცდომაში შეყვანა სცადა. მან სამართალდამცველებს განუცხადა, რომ მას და ქალს ოთხი ნიღბიანი პირი დაესხა თავს და ორივე დანით დაჭრა. საკუთარი ვერსიის გასამყარებლად მან თვითდაზიანებებიც მიიყენა.

პოლიციამ მალევე აღმოაჩინა წინააღმდეგობები მის მონაყოლში. 

გამოძიების ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ პენელოპე ბიოლოგი იყო და თევზის მეურნეობის კომპანიაში მუშაობდა. გარდაცვლილი და 27 წლის მამაკაცი წარსულში ურთიერთობაში იმყოფებოდნენ და დაახლოებით ერთი თვის წინ დაშორდნენ. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *