იმედისმომცემი სიახლე 16 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
იმედისმომცემი სიახლე 16 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
იმედისმომცემი სიახლე ვრცელდება 16 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც გასულ ხუთშაბათს, 17 სექტემბერს, კუნძულ ნაქსოსზე, ერთ-ერთი სახლის სახურავიდან გადმოვარდა.
ხუთდღიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ გოგონამ ხელებისა და ფეხის თითების ამოძრავება შეძლო, რაც ექიმებისა და მისი ოჯახის წევრებისთვის გამოჯანმრთელების იმედს აჩენს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იგი ასევე თანდათან რეაგირებს ხმოვან სტიმულებზე. ტოქსიკოლოგიური კვლევების პასუხები კი უარყოფითია.
თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებას გააგრძელებს, ექიმები გეგმავენ, ეტაპობრივად შეამცირონ ხელოვნური სუნთქვის აპარატის მხარდაჭერა და გოგონა ჟანგბადის დახმარებაზე გადაიყვანონ.
16 წლის მოზარდი თავდაპირველად ნაქსოსის საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი ვერტმფრენით ათენის საავადმყოფოში. ამ ეტაპზე უცნობია რა ვითარებაში მოხდა მისი სახლის სახურავიდან გადმოვარდნა.
საქმესთან დაკავშირებით დაკავებული იყო კაცი, რომლის სახლშიც გოგონა იმ დღეს იმყოფებოდა. იგი სასამართლოს ჩატარებამდე მკაცრი შემზღუდველი პირობებით გაათავისუფლეს. 16 წლის გოგონას მამამ ეჭვმიტანილის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა და იგი არასრულწლოვნის გატაცებაში დაადანაშაულა. კაცი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ უდანაშაულოა.
