Latest news
ინსომნია და მასთან დაკავშირებული პრობლემები 2026 წელს შობადობის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა ალონისოსის ეროვნულ საზღვაო პარკში ვულა: 24 წლის მძღოლი მანქანას 100 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მართავდა როცა ტაქსს შეეჯახა პირღოს: ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც მე-3 სართულიდან გადმოვარდა მეტროს მე-2 ხაზის რამდენიმე სადგური 15 მარტიდან 21:40 საათზე დაიკეტება სალონიკში 20 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ეჭვმიტანილი დააკავეს პირღოს: 18 წლის ბიჭი აივნიდან გადმოვარდა 13 მარტი ძილის საერთაშორისო დღეა როდის უნდა გადავწიოთ საათები 1 საათით წინ სალონიკი: 20 წლის ბიჭს ზურგში დანით ჭრილობები მიაყენეს
შაბათი, მარტი 14, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

როგორ დავტენოთ სწორად ტელეფონები

როგორ დავტენოთ სწორად ტელეფონები

გამომდინარე იქიდან, რომ დღესდღეობით სმარტფონების ელემენტებს ისეთი გამძლეობა არ აქვს როგორც ნოკიას, ბაზარზე გამოჩენის პირველ წლებში, საჭირო და მნიშვნელოვანია მზრუნველობით მოეპყრათ ტელეფონს და იცოდეთ, როგორ დატენოთ სწორად აკუმულატორი.

სმარტფონების უმეტესობა აღჭურვილია სპეციალური კონტროლიორით, რაც არ უშვებს გადატენვას, ამიტომ შეგიძლიათ ის დიდ ხანს დატოვოთ ჩართული. მაგრამ ზოგ მათგანს ეს ფუნქცია არ აქვს, ამიტომ სანამ ასე მოიქცევით, გაერკვიეთ კარგად ტელეფონის შესაძლებლობებში.

როდესაც თქვენი სმარტფონი მიაღწევს 100% და ის მაინც შეერთებული გაქვთ დენის წყაროსთან, ეს ელემენტს „სტრესულ“ მსგომარეობაში აყენებს. როდესაც ტელეფონი ბოლომდე დაიტენება და მას გამოაერთებთ ეს იქნება, როგორც ადამიანისთვის „კუნთების რელაქსაცია ძალიან ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ“.

ჩვენი სმარტფონის ბატარეებს არათუ არ სჭირდებათ 100%-მდე დატენვა, არამედ ეს სრულებით არ არის სასურველი. მაღალი/ჭარბი დენის ძაბვა ბატარეის „სტრესს“ იწვევს და ხელს უწყობს მის გაცვეთას ხანგრძლივ პერსპექტივაში.

სმარტფონის ბატარეები იმდენათ მგრძნობიარენი არიან სიცხის/გახურების მიმართ, რომ თვით Apple გირჩევთ, რომ გარკვეულ შემთხვევებში ჯობს თქვენი iPhone ამოიღოთ ქეისიდან და ისე დატენოთ. ასევე, თუკი გიწევთ მზეში დიდხანს ყოფნა, გამოიყენეთ ქეისი თქვენი ტელეფონისთვის, ეს აუცილებლად დაიცავს თქვენს ბატარეას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *