Latest news
ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა ლიოსიონ: დააკავეს მძღოლი, რომელიც 16 წლის გოგოს დაეჯახა ორშაბათიდან მოსწავლეები საკლასო ოთახებს უბრუნდებიან როდის იწყება ონასისის საჯარო სკოლებსა და ექსპერიმენტალურ სკოლებში მისაღები გამოცდები  მირტოს მამა გულისამაჩუყებელ განცხადებას აკეთებს ლეზვოს: რძის პროდუქტების მწარმოებელი ქარხანები დაიკეტა დღე ჩემს ოთხფეხა მეგობართან: დავაკის მოედანზე ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის განსაკუთრებული ღონისძიებე... დემოგრაფიული კრიზისი საბერძნეთში მეგონა ეპილეფსიის შეტევა ჰქონდა - რას ამბობს 26 წლის ბრალდებული მირტოზე
კვირა, აპრილი 19, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

როგორ უნდა დავნიშნოთ ვიზიტი ახალი პირადობის მოწმობის მისაღებად

როგორ უნდა დავნიშნოთ ვიზიტი ახალი პირადობის მოწმობის მისაღებად

ძველი პირადობის მოწმობები 2026 წლის 3 აგვისტოდან ოფიციალურად უქმდება.

იმისთვის, რომ ახალი პირადობის მოწმობის მისაღებად ვიზიტი ჩანიშნოთ საჭიროა:

  • განცხადების გასაკეთებლად ჩანიშნოს ვიზიტი იმ პოლიციის შენობაში, რომელიც საჯარო რეესტრში დაფიქსირებულ მის საცხოვრებელ უბანს ეკუთვნის.
  • იმ შემთხვევაში, თუ საჯარო რეესტრში მოქალაქეს მონაცემები არ აქვს გატარებული, აუცილებელია ჯერ გაატაროს და შემდეგ შეავსოს განაცხადი.
  • ელექტრონულად განცხადების ატვირთვის შემდეგ მოქალაქე იღებს შეტყობინებას email-ზე.
  • ვიზიტის დღის შეცვლა, გაუქმება ან თავიდან დარეგისტრირება შესაძლებელია ვიზიტის დღემდე არაუგვიანეს ვიზიტამდე 1 საათით ადრე.
  • ვიზიტის დღემდე მოქალაქეს ეგზავნება შეტყობინება, რათა არ დაავიწყდეს ჩანიშნული დღე, საათი და ადგილი. 
  • იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე დაკარგავს პირადობის მოწმობას აუცილებელია გამცემ ორგანოს სატელეფონო ზარის მეშვეობით შეატყობინოს დაკარგვის ან ქურდობის ფაქტის შესახებ და მოითხოვოს ახალი ვიზიტის ჩანიშვნა პირადობის მოწმობის ხელმეორედ გასაცემად.

პირადობის მოწმობის გასაცემად საჭირო დოკუმენტაცია:

  • 1 ფოტოსურათი. ფოტოსურათი გადაღება შესაძლებელია ადგილზევე, ან ფოტოსტუდიაში. ფოტოგრაფი ფოტოსურათს ტვირთავს gov.gr-ის განყოფილება myPhoto-ზე, ფოტოსურთს ანიჭებს კოდს, რომელსაც მოქალაქე უკავშირებს მის ΑΦΜ-ს და სწორედ ასე პოულობს პირადობის მოწმობის გამცემი ორგანო საჭირო ფოტოსურათს.
  • განცხადება – υπεύθυνη δήλωση. რომელიც ივსება გამცემ ორგანოში და რომელშიც მონაცემები გადადის საჯარო რეესტრში დაფიქსირებული ინფორმაციიდან. აღნიშნულ განცხადებას მოქალაქე აწერს ხელს.
  • პირადობის მოწმობის გაცემის განაცხადი. რომელსაც ავსებს გამცემი ორგანოს თანამშრომელი, რომელზეც ხელის მოწერა შესაძლებელია როგორც ელექტრონულად, ასევე ადგილზე. 
  • ელექტრონული სახელმწიფო მოსაკრებელი 10 ევროს ღირებულების, ხოლო მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 5 ევროს ღირებულების. ხოლო გამცემი ორგანოს ხარჯებისთვის 0,50 ცენტის ღირებულების. 
  • აუცილებელია ახალი პირადობის მოწმების გაცემისას მოქალაქემ გამცემ ორგანოს გადასცეს ძველი პირადობის მოწმობა.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *