Latest news
საბერძნეთში „საცხოვრებლის განახლების“ პროგრამის პირობები ფართოვდება – ახალი გადაწყვეტილების თანახმად... კვირას 19 ივლისს მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება მომხმარებლებს პირეა: ნახშირბადის მონოქსიდი წუთებში იწვევს გონების დაკარგვას თუ ჩვენი გესმის იცოდე, რომ მუდამ გვეყვარები - 15 წლის ანნა-მარიას მეგობრები ემშვიდობებიან ხარის მარიოლისი: კრივის ფედერაციის გაუქმება ფინანსურ დარღვევებს არ უკავშირდება განათლების სამინისტრო სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად ცვლილებების გატარებას გეგმავს პირეა: მანქანაში 2 ახალგაზრდა უგონო მდგომარეობაში იპოვეს წყლის დეფიციტის გამო კუნძულ პოროსზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა კვიპროსის ცნობილი ჰალუმი – ტრადიცია, რომელიც საუკუნეებს ითვლის საბერძნეთის პარლამენტი შშმ პირებისთვის პერსონალური ასისტენტის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს
ოთხშაბათი, ივლისი 15, 2026
საბერძნეთისამართალი

ოქროს ვიზა: იცვლება უძრავი ქონების შესყიდვისთვის დაწესებული საინვესტიციო ლიმიტები 

ოქროს ვიზა: იცვლება უძრავი ქონების შესყიდვისთვის დაწესებული საინვესტიციო ლიმიტები 

ხელისუფლებამ გადაწყვიტა უძრავი ქონების შეძენის პირობები, საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად, გაამკაცროს, მაგრამ არა დაუყოვნებლივ.

ამჟამინდელი მთავრობა პირობების გამკაცრებას არ ჩქარობს, რათა არ მოხდეს უძრავი ქონების ბაზრის შეფერხება და უფრო კონკრეტულად, იმ სამშენებლო კომპანიებისთვის სამუშაო პროცესის შეყოვნება, რომლებსაც უკვე ნაყიდი აქვთ 250 000 ევროს ღირებულების საცხოვრებელი და კომერციული ფართები.

მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მშენებლობებისა და უძრავი ქონების მფლობელების ზღვა მოთხოვნების საფუძველზე მიიღო, რადგან მათ უკვე დაწყებული აქვთ უძრავი ქონების 250 000 ევროდ გასხვისებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უცხოელ ინვესტორებთან, რის საფუძველზეც ისინი საბერძნეთში ბინადრობის მოწმობას მიიღებენ და შენგენის ქვეყანებში უპრობლემოდ შეძლებენ გადაადგილებას.

გავრცელებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით უძრავი ქონების შეძენის პირობებში ცვლილებების შეტანის გადაწყვეტილება ძალაში 30 სექტემბრიდან შევა. 30 სექტემბრამდე კი იმ სამშენებლო კომპანიებისთვისა და უძრავი ქონების მფლობელებისთვის, რომლებსაც უკვე დაწყებული აქვთ მოლაპარაკებები უცხოელ ინვესტორებთან, ქონების გასხვისების ძველი პირობები იმოქმედებს, ხოლო მათთვის, ვინც ახლა აპირებს უძრავი ქონების შეძენას საბერძნეთში ბინადრობის მოწმობის მოსაპოვებლად, ახალი რეგულაციები იმოქმედებს. 

ცვლილებები რომლებიც კანონმდებლობაში შევა:

  • უძრავი ქონების საფასური, რომელსაც ინვესტორები საბერძნეთში ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნით შეისყიდიან, უნდა შეადგენდეს 800 000 ან 400 000 ევროს (არსებული თანხები რეგულირდება უბნების მიხედვით), ხოლო თვითონ უძრავი ქონება უნდა იყოს 120 კვადრატული მეტრი და ზემოთ.
  • 800 000 ევრო ეღირება უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს ატიკსა და თესალონიკში,  მიკონოსსა და სანდორინზე და კუნძულებზე, რომელთა მოსახლეობაც შეადგენს 3000+
  • 400 000 ევროს ღირებულების უძრავი ქონების შეძენა კი შესაძლებელი იქნება საბერძნეთის სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე.

ამჟამინდელი მინიმალური საინვესტიციო ლიმიტი 250,000 ევრო რჩება მხოლოდ ორ შემთხვევისთვის:

  • ისეთი შენობებისთვის რომლებსაც აღდგენა ესაჭიროებათ
  • სამრეწველო ობიექტებისთვის, რომლებიც გადაკეთდებიან საცხოვრებელ ბინებად.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *