Latest news
6 ხანძრის განზრახ გაჩენაში ბრალდებული 59 წლის კაცი სასამართლოში გადაიყვანეს ელენიკოს პარკი - ათენის ახალი მწვანე სივრცე აგიტის მღვიმე - დრამაში მდებარე მიწისქვეშა იდუმალი სამყარო პროგრამა “პირადი დამხმარე” მუდმივ ხასიათს იძენს რუანდა და უგანდა ”დაბრუნების ცენტრების” 2 მთავარ ვარიანტად განიხილება დაინტერესებული პირები დასაქმების პროგრამაზე განცხადებების გაკეთებას 18 აგვისტომდე შეძლებენ საბერძნეთი: ატიკის გუბერნატორი ქალაქში მომრავლებული კოღოების წინააღმდეგ ზომებს იღებს საბერძნეთი: კიდევ ერთი თვითმკვლელობის შემთხვევა მეტროში საბერძნეთის სახელმწიფო ხანძრის შემდგომი ეროზიისა და წყალდიდობების პრევენციის სამუშაოებს იწყებს Marfin-ის საქმე: წინასწარი პატიმრობა შეეფარდა საქმის მესამე ბრალდებულსაც
ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: ΕΕΤΑΑ გასვემს ვაუჩერებს საბავშვო და ბაგა-ბაღებში უფასოდ სწავლებისთვის

საბერძნეთი: ΕΕΤΑΑ გასვემს ვაუჩერებს საბავშვო და ბაგა-ბაღებში უფასოდ სწავლებისთვის

EETAA არის საბერძნეთის ადგილობრივი განვითარებისა და თვითმმართველობის ორგანო, რომელიც სხვადასხვა სოციალურ პროგრამას მართავს. მათ მიერ განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროგრამაა საბავშვო ბაღების ვაუჩერები (voucher), რომლის მეშვეობითაც ოჯახებს უფინანსდებათ ბავშვების: ბაგა-ბაღებში, საბავშვო ბაღებში,

ბავშვთა შემოქმედებითი უნარების განვითარების ცენტრებში, შშმ ბავშვებისა და პირებისთვის განკუთვნილ ცენტრებსა და პროგრამებში მონაწილეობის მიღება.

აღნიშნულ პროგრამაზე განცხადებების მიღება 18 ივლისიდან დაიწყო. იმ განმცხადებლების კატეგორია, რომელიც ვაუჩერებს მიიღებს, შეძლებს შვილების სრულიად უფასოდ ჩარიცხვას საბავშვო ბაღებსა და ბაგა-ბაღებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის.

განაცხადების წარდგენა მხოლოდ ელექტრონულად არის შესაძლებელი და 2026 წლის 5 აგვისტომდეგაგრძელდება. განაცხადები მიიღება EETAA-ის ოფიციალურ პლატფორმაზე ეტაპობრივად, საგადასახადო ნომრის (ΑΦΜ) ბოლო ციფრის მიხედვით.

20-21 ივლისს განაცხადის შეტანა შეუძლიათ იმ პირებს, რომელთა ΑΦΜ სრულდება 3, 4 ან 5-ით.

22-23 ივლისს – მათ, ვისი ΑΦΜ 6, 7, 8 ან 9-ით მთავრდება, ხოლო 24 ივლისიდან 5 აგვისტომდე განაცხადის წარდგენა ყველა მსურველს შეეძლება.

მრავალშვილიანი ოჯახებისთვის შემოსავლის ზღვარი გაუქმდა. შესაბამისად, ისინი ვაუჩერის მიღებას ოჯახის შემოსავლის მიუხედავად შეძლებენ.

დანარჩენი ოჯახებისთვის შემოსავლის მაქსიმალური ზღვარი ასეთია:

  • ოჯახები, რომლებსაც 1 ან 2 შვილი ჰყავთ – 35 000 ევრომდე;
  • სამი შვილის ყოლის შემთხვევაში – 38 000 ევრომდე;
  • მრავალშვილიანი ოჯახები – შემოსავლის შეზღუდვის გარეშე.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *