Latest news
ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა ღრევენაში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ რატომ წაშალა იოანნა ღაკამ გიორგოს მაზონაკისთან მიმოწერა კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად საფეხმავლო ხიდი ჩამოინგრა პირეა: მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ ნეა მიხანიონას თევზის ბაზარი განუსაზღვრელი ვადით დაიკეტა მაზონაკისს ყოველთვის ჰქონდა ეჭვი პლაზმოფერეზის პროცედურის ღირებულებასთან დაკავშირებით  ავტომანქანების გამოფენის პირველ დღეს ვიზიტორთა რეკორტული გამოფენა დაფიქსირდა
ორშაბათი, ოქტომბერი 5, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

საბერძნეთი: დასავლეთ ნილოსის ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი მატულობს

საბერძნეთი: დასავლეთ ნილოსის ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი მატულობს

საბერძნეთის ექიმთა ასოციაცია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ დასავლეთ ნილოსის ვირუსის გავრცელება სექტემბერშიც გაგრძელდება, ამიტომ აუცილებელია კოღოებისგან დაცვის ზომების მკაცრად დაცვა.

ასოციაციის ინფორმაციით, ატიკა კვლავ ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ მთავარ კერად რჩება. თბილი ამინდის გამო კოღოების აქტივობა კვლავ მაღალია, რაც ვირუსის გავრცელების რისკს ზრდის.

ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტი ღიორღოს პატულისი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ მოდუნდნენ და სექტემბერშიც გააგრძელონ ინდივიდუალური დაცვის ზომების გამოყენება. მისი თქმით, ახალ მუნიციპალიტეტებში ვირუსის გავრცელება იმის ნიშანია, რომ ვირუსის წინააღმდეგ აუცილებელია მუდმივი და მეცნიერულად დასაბუთებული პრევენციული სტრატეგია.

სპეციალისტების რეკომენდაციის მიხედვით:

  • უნდა გამოიყენოთ კოღოს საწინააღმდეგო რეპელენტები, განსაკუთრებით საღამოს საათებში;
  • ფანჯრებსა და კარებზე დაამონტაჟოთ კოღოს საწინააღმდეგო ბადეები;
  • ეზოსა და აივანზე არ დატოვოთ დამდგარი წყალი: ქოთნებში, ლამბაქებში, წყლის რეზერვუარებსა და წყალსაწრეტ სისტემებში, რადგან ეს კოღოების გამრავლების ძირითადი ადგილებია;
  • გამოიყენოთ ვენტილატორი ან კონდიციონერი, რადგან ჰაერის მოძრაობა კოღოების მოახლოებას აფერხებს;
  • ატაროთ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც სხეულის მაქსიმალურად დიდ ნაწილს ფარავს: გრძელი სახელოები და გრძელი შარვალი, განსაკუთრებით საღამოს საათებში და ღამით.

სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ ადამიანის ინფიცირების შემთხვევების გამოვლენის შემდეგ პრევენციული ღონისძიებების შესაძლებლობები უკვე შეზღუდულია. ამიტომ კოღოების გამრავლების კერების დროული აღმოფხვრა და ინდივიდუალური დაცვა ვირუსისგან თავდაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებებია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *