Latest news
6 ხანძრის განზრახ გაჩენაში ბრალდებული 59 წლის კაცი სასამართლოში გადაიყვანეს ელენიკოს პარკი - ათენის ახალი მწვანე სივრცე აგიტის მღვიმე - დრამაში მდებარე მიწისქვეშა იდუმალი სამყარო პროგრამა “პირადი დამხმარე” მუდმივ ხასიათს იძენს რუანდა და უგანდა ”დაბრუნების ცენტრების” 2 მთავარ ვარიანტად განიხილება დაინტერესებული პირები დასაქმების პროგრამაზე განცხადებების გაკეთებას 18 აგვისტომდე შეძლებენ საბერძნეთი: ატიკის გუბერნატორი ქალაქში მომრავლებული კოღოების წინააღმდეგ ზომებს იღებს საბერძნეთი: კიდევ ერთი თვითმკვლელობის შემთხვევა მეტროში საბერძნეთის სახელმწიფო ხანძრის შემდგომი ეროზიისა და წყალდიდობების პრევენციის სამუშაოებს იწყებს Marfin-ის საქმე: წინასწარი პატიმრობა შეეფარდა საქმის მესამე ბრალდებულსაც
ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2026
საბერძნეთიUncategorized

საბერძნეთში ΟΠΕΚΕΠΕ-ს უკანონო სუბსიდიების საქმეზე ორ მაღალჩინოსანს პატიმრობა მიუსაჯეს

საბერძნეთში ΟΠΕΚΕΠΕ-ს უკანონო სუბსიდიების საქმეზე ორ მაღალჩინოსანს პატიმრობა მიუსაჯეს

ათენის სამწევრიანმა სასამართლომ ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრის მელასი და ორგანიზაციის ყოფილი დირექტორი ათანასია რეპა დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევასა და დანაშაულის დაფარვაში.

სასამართლომ ორივე ბრალდებულს 5 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა სასჯელის აღსრულება სააპელაციო განხილვამდე გადაუვადდათ. მათ ასევე აეკრძალათ ქვეყნის დატოვება.

საქმე უკავშირდება უკანონო სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიების გაცემასთან დაკავშირებული დეტალების სავარაუდო დამალვას.

ამასთან, საქმის მასალები გადაეგზავნება ევროპის პროკურატურას, რათა გამოძიებულ იქნას შესაძლო დამატებითი სამართალდარღვევები სხვა პასუხისმგებელი პირების მხრიდანაც.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *