Latest news
ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა ღრევენაში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ რატომ წაშალა იოანნა ღაკამ გიორგოს მაზონაკისთან მიმოწერა კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად საფეხმავლო ხიდი ჩამოინგრა პირეა: მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ ნეა მიხანიონას თევზის ბაზარი განუსაზღვრელი ვადით დაიკეტა მაზონაკისს ყოველთვის ჰქონდა ეჭვი პლაზმოფერეზის პროცედურის ღირებულებასთან დაკავშირებით  ავტომანქანების გამოფენის პირველ დღეს ვიზიტორთა რეკორტული გამოფენა დაფიქსირდა
ორშაბათი, ოქტომბერი 5, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთში ახალ ლიცეუმსა და ეროვნულ ატესტატთან დაკავშირებით რეფორმის გატარება იგეგმება

საბერძნეთში ახალ ლიცეუმსა და ეროვნულ ატესტატთან დაკავშირებით რეფორმის გატარება იგეგმება

საბერძნეთში საშუალო განათლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა ახალ ეტაპზე გადადის. პარლამენტში იწყება განხილვა ახალი ლიცეუმისა და ეროვნული ატესტატის (Εθνικό Απολυτήριο) შემოღების შესახებ.

რეფორმის მთავარი მიზანია, მოსწავლის შეფასება მხოლოდ ერთ საბოლოო გამოცდაზე არ იყოს დამოკიდებული და გათვალისწინებული იყოს მისი მთელი სამწლიანი სასწავლო გზა. ამ ეტაპზე ჯერ არ არის საბოლოოდ განსაზღვრული, როგორ გადანაწილდება შეფასება სამივე კლასზე და რა როლი ექნება ეროვნულ გამოცდებს.

ახალი მოდელის ფარგლებში განიხილება ასევე თემების ბანკის გაძლიერება, მოსწავლის ციფრული სასწავლო პროფილი, შეფასების ახალი სისტემა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება განათლებაში და პროფესიული განათლების გაძლიერება.

რეფორმის პროექტზე 106 კაციანი ეროვნული კომისია მუშაობს. საჯარო კონსულტაცია 2026 წლის 22 სექტემბერს უნდა დაიწყოს, საბოლოო კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა კი 2026 წლის დეკემბერ 2027 წლის იანვრისთვის იგეგმება.

უნდა აღნიშნოს, რომ ახალი სისტემა არ შეეხება უკვე ლიცეუმში მყოფ მოსწავლეებს. რეფორმა ეტაპობრივად იმ ბავშვებზე გავრცელდება, რომლებიც დღეს დაწყებით ან საბაზისო განათლებაში არიან.

მთავრობის განცხადებით, რეფორმის მიზანი არ არის უფრო მარტივი სკოლა, არამედ უფრო სამართლიანი შეფასების სისტემა, რომელიც მოსწავლის ცოდნასა და შესაძლებლობებს მხოლოდ ერთი საგამოცდო დღის შედეგით არ განსაზღვრავს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *