Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

კრიტი: 82 წლის პარასკიო და 41 წლის კოსტი დაქორწინდნენ

კრიტზე, გორტინას მუნიციპალიტეტის სოფელ კროტოსში გუშინ(10/9) ქორწილი შედგა. აგვისტოს დასაწყისში დანიშნულმა 82 წლის პარასკიომ და 41 წლის კოსტიმ საბოლოოდ დაუკავშირეს ერთმანეთს ბედი და დაქორწინდნენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საქმრო ეკლესიის კიბეებზე მოთმინებით ელოდა პატარძალს და როგორც კი მივიდა, მშვენიერი თაიგული შესთავაზა. წყვილის გვერდით ასობით მეგობარი და ნათესავი იყო.

კოსტი და პარასკიო მესაქონლეები არიან. მათ ერთმანეთ სოფელში კოსტის გამოჩენის შემდეგ გაიცნეს, სადაც ის როგორც მწყემსი მივიდა.

„თავიდან პარასკიოზე არ ვფიქრობდი, მაგრამ მერე, რაც დრო გავიდა და უკეთ გავიცანი, რაღაც გადამიტრიალდა და  მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, მივხვდი, რომ ეს ქალი მომწონდა“, – ხაზგასმით აღნიშნა კოსტიმ აგვისტოს დასაწყისში თავის ინტერვიუში.

კოსტისგან განსხვავებით, რომელმაც პირველი ნაბიჯი გადადგა და შემდეგშიც  ჯიუტად ცდილობდა ქალის გულის მოგებას, პარასკიო უფრო ფრთხილი იყო: „თავიდან მეგონა, რომ ხუმრობდა, ვუთხარი, რომ შეუფერებელი წყვილი ვიქნებოდით, მაგრამ დროთა განმავლობაში დავრწმუნდი რომ მისი გრძნობები ჩემს მიმართ გულწრფელი იყო და მეც თანხმობით ვუპასუხე, მას შემდეგ ერთად ვართ“- ამბობს ის

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *