Latest news
რა უნდა გაითვალისწინონ მძღოლებმა შვებულების პერიოდში მანქანის ქალაქში დატოვებისას სამოქალაქო დაცვის სისტემა: ცვლილებები, რომლებიც ბოლო 5 წლის განმავლობაში გატარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზამთრის განრიგზე სექტემბრის დასაწყისიდან გადავა გაფრთხილება მძღოლებს, რომლებსაც მაღალი სიჩქარე იტაცებთ როგორ შეიძლება მატარებლის დამოხრუჭება ელ.ენერგიად გარდაიქმნას ატიკის რეგიონი დასავლეთ ნილოსის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზომებს იღებს 21 აგვისტო პროგრამაზე "ტურიზმი ყველასთვის" განცხადებების მიღების ბოლო დღეა  საბერძნეთისა და კვიპროსის შეთანხმების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და თურქეთის პოზიცია პროექტის მიმართ საბერძნეთის "მწვანე პოლიტიკა" ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად პატარა კუნძულებიდან დაიწყება საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს 
ოთხშაბათი, აგვისტო 26, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

საბერძნეთში პირველი პროტონული თერაპიის ცენტრის შექმნა იგეგმება

საბერძნეთში პირველი პროტონული თერაპიის ცენტრის შექმნა იგეგმება

საბერძნეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო დაწესებულება, პაპაღეორღიუს საავადმყოფო მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანაში პირველი პროტონული თერაპიის ცენტრის გახსნას გეგმავს, რომელიც ონკოლოგიურ პაციენტებს თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურ მკურნალობას შესთავაზებს.

საავადმყოფოს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, მიხალის კარავიოტისის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ახალი ცენტრი პაციენტებს პროტონული თერაპიის მეთოდით უმკურნალებს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სხივური თერაპია, რომელიც სიმსივნეს განსაკუთრებული სიზუსტით უმიზნებს და ამავდროულად მნიშვნელოვნად ამცირებს ჯანმრთელი ქსოვილებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების დაზიანების რისკს. ამჟამად მსგავსი მკურნალობა საბერძნეთში არ ტარდება და მხოლოდ სპეციალიზებულ უცხოურ კლინიკებშია ხელმისაწვდომი.

2025 წელს საავადმყოფომ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა ინფრასტრუქტურისა და სამედიცინო ტექნოლოგიების განახლებაში. „ცენტრალური მაკედონიის 2021–2027 წლების პროგრამის“ ფარგლებში მოზიდულ იქნა 9,5 მილიონი ევროს დაფინანსება ახალი აღჭურვილობის შესაძენად, ხოლო 800 ათასი ევრო დაიხარჯა ციფრული ტრანსფორმაციის პროექტებზე. ასევე მიმდინარეობს რობოტული ქირურგიის დანერგვის დაგეგმვა სხვადასხვა სამედიცინო სპეციალობაში.

საავადმყოფოს გენერალური დირექტორის კონსტანტინოს ემანუილიდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 2025 წელს დაწესებულება თითქმის 200 ათას ამბულატორიულ პაციენტს მოემსახურა. გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში 78 887 პაციენტი მივიდა, ჩატარდა 12 378 ქირურგიული ოპერაცია, ხოლო სტაციონარულ მკურნალობაზე 54 665 ადამიანი იმყოფებოდა.

მნიშვნელოვნად გაიზარდა დიაგნოსტიკური და თერაპიული მომსახურების მოცულობაც. წლის განმავლობაში შესრულდა 51 308 კომპიუტერული ტომოგრაფია, 479 485 რენტგენოლოგიური გამოკვლევა, 28 466 სხივური თერაპიის პროცედურა, 17 472 ქიმიოთერაპია და 19 223 ჰემოდიალიზი.

ღონისძიებაზე დამსწრე ოფიციალურმა პირებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ქირურგიული ოპერაციების მოლოდინის დროის შემცირებაზე, რაც საღამოს საათებში დამატებითი საოპერაციო პროგრამების ამოქმედებამ უზრუნველყო.

ახალი პროტონული თერაპიის ცენტრის შექმნა მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევა საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემისთვის, რადგან ის ქვეყანაში პირველად გახდის ხელმისაწვდომს კიბოს მკურნალობის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე და ეფექტიან მეთოდს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *