Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიპოლიტიკა

სახიფათოდ მაღალი ტემპერატურის შედეგად გამოწვეული საფრთხის შესაფასებლად ექსპერტთა კომიტეტის შეხვედრა გაიმართა

სახიფათოდ მაღალი ტემპერატურის შედეგად გამოწვეული საფრთხის შესაფასებლად ექსპერტთა კომიტეტის შეხვედრა გაიმართა

მოსალოდნელი სახიფათო სიცხის გამო, დღეს დილით სამოქალაქო დაცვის გენერალურმა მდივანმა, ნიკოს პაპაევსტათიუმ, რისკების შეფასების კომიტეტი მოიწვია.

კომიტეტის წევრი ექსპერტების მიერ გაკეთებული განაცხადის თანახმად ხვალიდან საბერძნეთის ტერიტორიაზე ტემპერატურა 41 გრადუსს გადააჭარბებს. გაუსაძლისი სიცხე კი თითქმის 1 კვირას გასტანს. 

მაღალი ტემპერატურა და ატმოსფეროში დიდი რაოდენობით ნესტი სახიფათოა როგორც მოწყვლადი ჯგუფებისთვის, ასევე სრულიად ჯანმრთელი ადამიანებისთვისაც და რაღათქმაუნდა საფრთხის შემცველია ხანძრის გაჩენის რისკის გაზრდისმხრივაც.

კომიტეტის შეკრების შემდეგ კლიმატური კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, იანნის კეფალოიანნისმა სამინისტროთაშორისი საკოორდინაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე გადაწყდა:

  • სახანძრო სამსახური იქნება სრულ მზადყოფნაში მომდევნო 6 დღის განმავლობაში.
  • გაძლიერებული მზადყოფნის გეგმას განახორციელებენ შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის, შრომის, სოციალური უზრუნველყოფისა და ტურიზმის სამინისტროები.
  • შეიარაღებული ძალები განახორციელებენ პატრულირებას მუდმივ რეჟიმში და საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოქმედებისთვის ხელთ ექნებათ საჭირო აღჭურვილობა.
  • სრულ მზადყოფნაში იქნება საბერძნეთის პოლიცია.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *