Latest news
ბრიტანელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულის აღმზრდელი ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს Marfin-ის საქმის ერთ-ერთი ბრალდებული ჩვენებას 11 აგვისტოს მისცემს რიო-ანდირიოს ხიდის გახსნიდან 22 წელი გავიდა - ხიდი, რომელმაც საბერძნეთის 2 რეგიონი დააკავშირა კითირა: ლიკოდიმუს სანაპირო უსაფრთოების მიზნით დაკეტეს ატიკის რეგიონი მცირე ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციას 95,5 მილიონი ევროთი დააფინანსებს დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები, რომელთა გამოვლინების დროსაც აუცილებელია ექიმს მივმართოთ ახალი ვერტმფრენები, დრონები და ტყის სპეცდანაყოფები - საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ხანძარ... თესალიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტური საცხოვრებლისთვის 2,3 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო შაბათს კუნძულ კრეტაზე, ხიოსზე, სამოსა და იკარიაზე ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია ჩრდილოეთ ევია: მიტოვებულ მაღაროებზე გაჩენილი 14 ტბა
შაბათი, აგვისტო 8, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთში ხანძრის მაღალი საფრთხის გამო განსაკუთრებული ზომები მოქმედებს – მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

საბერძნეთში ხანძრის მაღალი საფრთხის გამო განსაკუთრებული ზომები მოქმედებს – მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამსახურის გადაწყვეტილებით, ხანძრის მაღალი საფრთხის მქონე რეგიონებში კვლავ მოქმედებს ტყის ხანძრების პრევენციის სპეციალური გეგმა. გეგმის ფარგლებში იზღუდება ავტომობილების გადაადგილება და მოქალაქეების შესვლა ეროვნულ პარკებში, ტყეებსა და სხვა მაღალი რისკის ზონებში.

სახანძრო სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და მოერიდონ ნებისმიერ ქმედებას, რომელმაც შესაძლოა ხანძარი გამოიწვიოს. აკრძალულია მშრალი ბალახისა და ტოტების დაწვა, ნაპერწკლების გამომწვევი ტექნიკის გამოყენება, ღია ცეცხლზე მწვადის მომზადება, მეფუტკრეობაში კვამლის გამოყენება და ანთებული სიგარეტის გადაგდება.

მოქალაქეებს ასევე ურჩევენ რეგულარულად გაეცნონ სახანძრო სამსახურის ოფიციალურ გაფრთხილებებსა და რეკომენდაციებს, ხოლო ხანძრის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკონ 199-ზე.

სახანძრო სამსახური ყველას მოუწოდებს საგანგებო სიტუაციის დროს მკაცრად დაიცვან კომპეტენტური ორგანოების მითითებები, რათა თავიდან იქნას აცილებული მსხვერპლი და დამატებითი ზიანი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *