Latest news
ათენი: გრავას სკოლებში 4 000 მოსწავლეს დისტანციურად ჩაუტარდება გაკვეთილები ათენის მეტროს მე-4 ხაზის მშენებლობის გასაგრძელებლად უცხოელ ექსპერტს მოიწვევენ გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმე: ბრალდებულების შვილი პლაზმოფერეზის პროცედურაზე საუბრობს მაზონაკისის გრადაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული უარყოფს საზღვარგარეთ მილიონობით ევროს ანგარიში... დეფორმირებული ატამი პირუტყვის ყვავილზე უფრო მასშტაბური იქნება ნიკოს მორაიტისი საავტორო უფლებებზე საუბრობს სალონიკი: პოლიციელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა ტიროდა, რადგან უთხრეს თავის ქვეყანაში დაბრუნებულიყო - რას ამბობს 13 წლის კენიელი მოსწავლის დედა მხოლოდ 2 წუთით მანქანის გაჩერება შესაძლოა ჯარიმის გამოწერით დასრულდეს კრეტა: რატომ მოიპარა მძარცველმა ჯიხურის დაცვის კამერა
პარასკევი, ოქტომბერი 9, 2026
Uncategorized

სალონიკი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების გრაფიკში ცვლილებები შედის

სალონიკი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების გრაფიკში ცვლილებები შედის

დღეს, 28 თებერვალს ტემბის ტრაგედიიდან 3 წლისთავზე სალონიკში დაგეგმილი საპროტესტო აქციის ფარგლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგში ცვლილებები შედის.

მეტრო ისევე როგორც ათენში დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე მოემსახუება მგზავრებს, თუმცა სალონიკის პოლიციის განკარგულების გათვალისწინებით მეტროსადგურები “ნეოს სიდიროდრომიკოს სტათმოს”, “დიმოკრატიას”, “ვენიზელუ”, “აღიას სოფიას”, “სიდრივანი” და “პანეპისტიმიო” დილის 10 საათიდან დროებით დაიკეტა.

ცვლილებები შედის ქალაქის გარკვეულ ქუჩენზე ავტომანქანების გაჩერების წესებშიც. კერძოდ აიკრძალება 28 თებერვლის დილის 6 საათიდან 29 თებერვლის დილის 6 საათამდე შემდეგ ქუჩებზე გაჩერება:

  • ეგნატიას ქუჩა
  • აღ.დიმიტრიუს ქუჩა
  • ღ.ვიზიინუს ქუჩა
  • ტრიტის სეპტემვრიუს ქუჩა
  • ვას.ირაკლიუს ქუჩა
  • კ.კარამანლის ქუჩა
  • ოლიბიადოს ქუჩა
  • მონასტირიუს ქუჩა
  • დიმ.მარღაროპულუს ქუჩა
  • ნეოს სიდიროდრომიკოს სტათმოსის მიწისქვეშა პარკინგი.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *