Latest news
პელა: 63 წლის კაცის საწყობში 12 კილოგრამზე მეტი კანაფი აღმოაჩინეს ΕΦΚΑ-სა და სახელმწიფოს წინააღმდეგ სავარაუდო თაღლითობის საქმეზე 11 ბრალდებული წარდგა სასამართლოს წინა... საბერძნეთი: მოსალოდნელია საჰარას მტვერი და ტალახიანი წვიმა ათენის აეროპორტში 3365 ავტომობილზე გათვლილი 7 სართულიანი პარკინგი შენდება საგადასახადო სამსახური ანნა ვისის შეამოწმებს არცერთ მშობელს ჩვენს ადგილზე ყოფნას არ ვუსურვებ - აცხადებენ 20 წლის გოგონას მშობლები სალონიკი: მაღალი სიჩქარით მიმავალი ავტომანქანა ტავერნაში შევარდა სალონიკი: MDMA-ის ზემოქმედების შედეგად გარდაცვლილი გოგონას საქმეზე 20 წლის ბიჭი დააკავეს დასავლეთ საბერძნეთში წვიმა და ჭექა-ქუხილია მოსალოდნელი საბერძნეთი: ვინ იქნება პასუხისმგებელი მოსწავლეებზე სასკოლო ექსკურსიების დროს
კვირა, ოქტომბერი 11, 2026
საბერძნეთიUncategorized

სალონიკი: მაღალი სიჩქარით მიმავალი ავტომანქანა ტავერნაში შევარდა

სალონიკი: მაღალი სიჩქარით მიმავალი ავტომანქანა ტავერნაში შევარდა

სალონიკში, კერძოდ ევოზმოს რაიონში მდებარე ტავერნაში 11 ოქტომბერს გამთენიისას ნასვამი მძღოლი ავტომობილით შევარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ტავერნა სტუმრებით იყო სავსე. 

შეჯახების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

შემთხვევის ამსახველ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ შევარდა 45 წლის უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ მართული ავტომობილი რესტორნის გარე სივრცეში, შეეჯახა მაგიდებს და რამდენიმე სტუმარს.

შემთხვევა აგამემნონის ქუჩაზე მდებარე ტრადიციული ბერძნული კვების ობიექტში მოხდა. ტრაგედიის თავიდან აცილებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გარე მაგიდების გარშემო განთავსებულმა დიდმა ყვავილის ქოთნებმა, რომლებმაც ავტომობილის მოძრაობა შეაჩერა და სტუმრები უფრო მძიმე ტრავმებისგან დაიცვა.

მძღოლს შემთხვევის შემდეგ ალკოჰოლზე შემოწმება ჩაუტარდა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. პოლიციამ მძღოლი დააკავა.

„ყვავილის ქოთნები რომ არ ყოფილიყო, შეჯახება ჩვენი სტუმრების სიცოცხლეს შეიწირავდა“, – განაცხადა რესტორნის მფლობელმა. მისი თქმით, შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე დაწესებულება დატოვა, თუმცა ავარიის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე უკან დაბრუნდა. ადგილზე მისულს საშინელი პანიკა და ქაოსი დახვდა.

ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, შეჯახების შემდეგ მძღოლმა ავტომობილის უკუსვლით გაყვანა და შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა. სტუმრებმა სკამებით გზა გადაუკეტეს, რათა იგი ადგილზე დარჩენილიყო. თვითმხილველის მეუღლე ავარიის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ერთ-ერთმა დაშავებულმა ქალმა აღნიშნა, რომ გადარჩენას იღბალს უკავშირებს. მისი თქმით, შეჯახების დროს ნეკნებისა და თავის არეში დაზიანებები მიიღო. ქალის განცხადებით, ყვავილის ქოთნები რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა, შემთხვევას გაცილებით მძიმე შედეგები მოჰყოლოდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *