სამედიცინო პერსონალის გაფიცვის მეორე დღე – დაკეტილია ყველა კერძო ლაბორატორია
სამედიცინო პერსონალის გაფიცვის მეორე დღე – დაკეტილია ყველა კერძო ლაბორატორია
საბერძნეთის სახელმწიფო საავადმყოფოთა ექიმების ასოციაციის მიერ გაკეთებული განაცხადის თანახმად 48 საათით გაიფიცებიან ექიმები 6 და 7 ნოემბერს.
ექიმები პარასკევს, 12 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავენ. აქციის მონაწილეები ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ.
7 ნოემბერს გაიფიცებიან საბერძნეთის ლაბორანტი ექიმებიც, შესაბამისად პარასკევს დაიკეტება ქვეყანაში არსებული ყველა კერძო ლაპორატორია.
დღევანდელმა აქციის მონაწილეებმა თავის მოყრა მავილის მოედნიდან დაიწყეს და მსვლელობა პარლამენტის მიმართულებით, შემდეგ კი ჯანდაცვის სამინისტროს მიმართულებით წავა.
“ცდილობენ წარმოგვაჩინონ როგორც უმცირესობად, რომლებიც უმიზეზოდ მართავენ საპროტესტო აქციებს. სავალალო ჩვენი დამოკიდებულება კი არ არის ჩვენი საქმის მიმართ, არამედ ის რეალობაა, რომელში ცხოვრებაც და მუშაობაც გვიწევს საავადმყოფოებში.” – აცხადებენ ექიმები.
