Latest news
ლიოსიონ: დააკავეს მძღოლი, რომელიც 16 წლის გოგოს დაეჯახა ორშაბათიდან მოსწავლეები საკლასო ოთახებს უბრუნდებიან როდის იწყება ონასისის საჯარო სკოლებსა და ექსპერიმენტალურ სკოლებში მისაღები გამოცდები  მირტოს მამა გულისამაჩუყებელ განცხადებას აკეთებს ლეზვოს: რძის პროდუქტების მწარმოებელი ქარხანები დაიკეტა დღე ჩემს ოთხფეხა მეგობართან: დავაკის მოედანზე ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის განსაკუთრებული ღონისძიებე... დემოგრაფიული კრიზისი საბერძნეთში მეგონა ეპილეფსიის შეტევა ჰქონდა - რას ამბობს 26 წლის ბრალდებული მირტოზე კარზე დამიკაკუნეს და დახმარება მთხოვეს - აცხადებს 22 წლის ალბანეთის მოქალაქე რატომ ესაუბრება უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხელოვნურ ინტელექტს ფსიქოლოგის ნაცვლად
კვირა, აპრილი 19, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

სარდაფში დატრიალებული კოშმარი – 46 წლის მარია დამხრჩვალი ნაგვის ყუთში იპოვეს, ხოლო 43 წლის ვიკი კი სარდაფში

სარდაფში დატრიალებული კოშმარი – 46 წლის მარია დამხრჩვალი ნაგვის ყუთში იპოვეს, ხოლო 43 წლის ვიკი კი სარდაფში

პოლიციამ 2 პირი დააკავა ჯგუფურად განზრახ არაერთგზის მკვლელობისა და გაუპატიურების ბრალდებით. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაკავებისას 52 წლის კაცმა აღიარა დანაშაული და სწორედ მან მიიყვანა პოლიციელები შენიბაში, სადაც მკვლელობა მოხდა.

საქმე სამართალდამცავმა ორგანოებმა 30 იანვარს გახსნენს. პოლიციის თანამშრომლებს სარდაფში კოშმარული სანახაობა დახვდათ.

დაკავებულების პირველი მსხვერპლი 46 წლის მარია ანგელაკუდი გახდა, რომელსაც ოჯახის წევრები და სამართალდამცავი ორგანოები 2024 წლის ოქტომბრიდან ეძებდნენ. დაკავებულმა აღიარა, რომ ქალი 2024 წლის 30 ოქტომბერს სარდაფში მოკლა, როცა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მკვლელობის მიზეზი კი მარიას ტელეფონზე საუბრისას გამოწვეული ხმაური გახდა. შეწუხდა, ოირი აუკრა და სანამ არ გაიგუდა ხელი არ გაუშვა. გარდაცვლილის ცხედარი კი თანამზრახველთან ერთად ნაგვის ყუთში გადააგდო.

იმავე შენობაში იპოვეს 43 წლის ევრიდიკი, ვიკი კუცაკი, რომელიც 2025 წლის ზაფხულში გაუჩინარდა. ამჯერად ბრალდებულმა განაცხადა, რომ ვიკი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო, ჩაეძინა და ძილში გარდაიცვალა. მან კი პოლიციაში დარეკვის ნაცვლად გარდაცვლილი ქალის ცხედარი გადასაფარებლების ქვეშ დამალა.

“არასდროს მსმენია მის შესახებ. საერთოდ არ ვიცნობ. პირველად მესმის მისი სახელიც. მარია არასდროს მაძლევდა უფლებას მენახა ვისთან ჰქონდა ურთიერთობა. სახლშიც არავინ აკითხავდა. სავარაუდოდ ქალაქის ცენტრში ხვდებოდა. როდესაც გამოძიება დაიწყო ვიზეც მქონდა ინფორმაცია ყველას სახელი ვუთხარი პოლიციელებს. ძალიან დააგვიანეს გამოძიების დაწყება, საქმე არ გაიხსნა მანამ, სანამ ადამიანთა მკვლელობის დეპარტამენტმა არ დაიწყო გამოძიება. 7 თვის შემდეგ დაიწყეს საჭირო ღონისძიებების გატარება. ვერ აღგიწერთ რა დღეები გამოვიარე. ჯოჯოხეთი.” – აცხადებს მარიას მეგობარი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *