Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
Uncategorized

ემიგრაციის მინისტრი ახალ კანონპროექტზე საუბრობს

ემიგრაციის მინისტრი ახალ კანონპროექტზე საუბრობს

“სწორია რომ ბინადრობის მოწმობები ვადაგასული გამოდის? რათქმაუნდა არა! როცა ადამიანი ყოველგვარი კანონის დაცვით შემოდის ქვეყანაში, მაგ სამუშაო ვიზით, ე.წ “მეტაკლისი”-ს პროცედურების გავლით, რომლის ფარგლებშიც განსაზღვრული ადამიანების რაოდენობას, განსაზღვრულ ვაკანტურ სამუშაო ადგილებზე შეუძლიათ დასაქმება განსაზღვრული დროით და შემდეგ უკან გაბრუნება, გამოსდის ვადაგასული ბინადრობის მოწმობა, არის სრულიად უსამართლო. სწორედ ამიტომ, ბინადრობის მოწმობები, რომლებიც ამიერიდან გამოიცემა, იქნება ძალაში სულ მცირე 2 წლის ვადით. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელიც უნდა გამოსწორდეს, არის ადმინისტრაციის მიერ შეფერხებული და დაგვიანებული განცხადებების განხილვა. ჩვენ ვიძლევით გარანტიას გარანტირებული, უსაფრთხო ბინადრობის მოწმობების კატეგორიებზე. მაგალითად: როდესაც ადამიანები ჩამოდიან საბერძნეთში ოჯახებში დასასაქმებლად, და მუშაობენ იმავე დამსაქმებლებთან, რომლებისგანაც აიღეს ბინადრობის მოწმობები, მათი ბინადრობის მოწმობები გადავადდება მომენტალურად. ასევე, ის ადამიანები, რომლებსაც შეუსრულდათ 65 წელი, საუბარი მაქვს ემიგრანტების პირველ თაობაზე, რომლებიც ძირითადად ალბანეთიდან არიან, ცხოვრობენ ლეგალურად საბერძნეთის ტერიტორიაზე, თუმცა აღარ მუშაობენ და ვერც პენსიას იღებენ, რადგან არ აქვთ საკმარისი “ენსიმების” რაოდენობა, შეძლებენ დარჩნენ საბერძნეთის ტერიტორიაზე მათ შვილებთან ერთად, მთავარია ჰქონდეთ დაზღვევა. 

რაც შეეხებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ 3 წლის ვადით ბინადრობის მოწმობები და არიან უმუშევრები. ლეგალური მიგრაციის მთავარი მიზანი არის ემიგრანტებმა შეავსონ ვაკანტური სამუშაო ადგილები, თუ 3 თვის განმავლობაში ემიგრანტი არის უმუშევარი გაუქმდება მისი ბინადრობის მოწმობა. 

რაც შეეხებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც საბუთები გაუფუჭდათ, ისინი შეძლებენ საბუთების აღდგენას. თუმცა კრიტერიუმები ამ კატეგორიაში მოსახვედრად არ გაფართოვდება. შეძლებენ ბინადრობის მოწმობების აღდგენას ის ადამიანები, ვინც ფლობდნენ მოწმობებს მინიმუმ 5 წელი მაინც.” – განაცხადა თანოს პლევრისმა.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *