Latest news
9 აპრილს საჯარო მოხელეები გაიფიცებიან ორჯერ უვადო პატიმრობა მიესაჯა რულა პისპირინგუს, რომელიც საკუთარი შვილების მკვლელობაში ბრალდებულად სც... არ ვიცით როდის დავკრძალავთ ჩვენს შვილს - ღამის კლუბში გაჩენილმა ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შორის 1... სალონიკი: ჩრდილეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრები საბერძნეთს მადლობის სათქმელად დ... ჩრდილოეთ მაკედონია: ხანძრის შედეგად დაშავებულები სალონიკის საავადმყოფოში გადიან მკურნალობას რატომ არის ღამის კლუბი ყველაზე საშიში შენობა ევაკუაციისთვის? ჩრდილოეთ მაკედონიაში მომხდარი ხანძარი 4 ყველაზე დიდ მომაკვდინებელ ხანძართა სიაში შევიდა დღეიდან ამინდი უარესდება - სად არის თოვლიანი ამინდი მოსალოდნელი ჩრდილოეთ მაკედონია: ღამის კლუბში მომხდარმა ხანძარმა 59 ახალგაზრდას სიცოცხლე იმსხვერპლა, 150 მძიმედ დ... ნეოს კოზმოს: საცხობი ფერფლად იქცა
სამშაბათი, მარტი 18, 2025
საბერძნეთი

სასამართლოს გადაწყვეტილებით სასტუმრომ “Coco-Mat Athen BC” უნდა დაანგრიოს ზედა სართულები რომელიც აკროპოლის ხედს ბლოკავს

საბერძნეთის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ათენის ცენტრში მდებარე სასტუმროს “Coco-Mat Athen BC”სამი თვე აქვს იმისათვის, რომ დაანგრიოს მისი ზედა ორი სართული, რომელიც  ხელს უშლის აკროპოლის ხილვადობას და კეტავს ხედს. აღნიშნული სასტუმრო მდებარეობს კუკაკის რაიონში, აკროპოლის ძირში.

ტურიზმის სამინისტრომ ასევე  გააუქმა სასტუმროს ლიცენზია სასამართლოს დადგენილების შესრულებამდე.

კორპუსის მფლობელი უძრავი ქონების კომპანია “Μπλε Κέδρος”  აცხადებს, რომ როგორც  სასამართლოს, ასევე ტურიზმის სამინისტროს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ათსართულიანმა სასტუმრომ, რომელიც 2019 წლიდან ფუნქციონირებს, თავიდანვე აღაშფოთა მოქალაქეები, რადგან ის ბლოკავს მათ ხედებს ციტადელზე, რის გამოც საქმემ უმაღლეს სასამართლოში გადაინაცვლა.

საბერძნეთში აკროპოლის და მისი მიმდებარე ტერიტორიის ისტორიული და ესთეტიკური მნიშვნელობის შესანარჩუნებლად მოქმედებს მახლობლად მშენებარე ნაგებობებისთვის სიმაღლის შეზღუდვები და სპეციალური რეგულაციები, რომელთა მიზანია დაიცვას აკროპოლის ხედი და უზრუნველყოს, რომ თანამედროვე შენობებმა არ დაჩრდილოს ან დააკნინოს მისი ვიზუალური გამორჩეულობა.

საბერძნეთის უმაღლესი სასამართლოსმიერ დაადგენილია, რომ მომავალში ამ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული შენობების სიმაღლის მაქსიმუმი უნდა აღწევდეს 21 მეტრს.

აღნიშნული სასტუმრო იყო ერთ-ერთი პირველთაგანი რომელმაც შენობის სიმაღლის შეზღუდვა 12,5 მეტრით გადალახა.

გადაწყვეტილება მას შემდეგ შევიდა ძალაში, რაც სასამართლომ გააუქმა მშენებლობის ნებართვა კიდევ უფრო დიდი სასტუმროსთვის, რომელიც უნდა აშენებულიყო ამავე ტერიტორიაზე, სამი მიწისქვეშა პარკინგით და აუზით შენობის თავზე.

2019 წლის საზოგადოების აღშფოთებამ აიძულა შესაბამისი სამინისტროები შეესწავლათ ზონირების კოდექსის ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც შესაძლებელს გახდიდა მსგავსი ქმედებების დაშვებას.

„როდესაც აკროპოლს აზიანებენ, არსებითად ზიანდება ჩვენი ცივილიზაციაც, აკროპოლი ეს არ არის უბრალოდ ძეგლი, ეს არის საბერძნეთის სიმბოლო“, -განაცხადა საბერძნეთის კულტურის მინისტრმა.

ამის შემდეგ კომპანიას “Μπλε Κέδρος” დაეკისრა ორი ჯარიმა: პირველი, 4,7 მილიონი ევროს ოდენობით, სასტუმროს ბოლო სართულების უკანონო  მშენებლობის გამო, ხოლო მეორე 2,3 მილიონი ევროს ოდენობით, მათი დემონტაჟის  დაგვიანებისთვის.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *