Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ოჯახურმა ძალადობამ კიდევ ერთი ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა – 48 წლის ქალი სხეულისა და სახის არეში მიყენებული მძიმე დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა

ოჯახურმა ძალადობამ კიდევ ერთი ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა – 48 წლის ქალი სხეულისა და სახის არეში მიყენებული მძიმე დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა

სახის არეში მიყენებული დაზიანებებით და სხეულზე ტრავმებითა და ჩალურჯებებით იპოვა 48 წლის სირიელი ქალი სახლის მეპატრონემ ნეა ხალკიდონაში, კერძოდ პერიკლეუსის ქუჩაზე მდებარე ბინაში, რომელსაც საკუთარი შვილი საათების განმავლობაში ეძებდა.

protothema.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სახლში აურზაური იყო და გასაღები კარში იყო ჩატეხილი, რომ კარის გაღება ვერავის შეძლებოდა.

მოკლული ქალის მეზობლები საუბრობენ ქალის ყოფილ პარტნიორზე, რომელიც მასზე ხშირად ძალადობდა და გამუდმებით აწუხებდა რომ ისევ გაეგრძელებინათ ურთიერთობა.

“შუადღის 1 საათისთვის მოვიდა ბავშვი, დედამისს ეძებდა. მკითხა ხომ არ ვიცოდი სად იყო, მაგრამ იმ დღეს არ მყავდა ნანახი. ტელეფონზე სცადა დაკავშირება, მაგრამ არ პასუხობდა. საღამოს 6 საათისკენ ისევ მოვიდა, შეშინებული იყო და მითხრა რომ დედამ თავი მოიკლა და სახლი თავდაყირა იყო. მაშინვე ჩავედი ბავშვთან ერთად ქვემოთ და მისი გაყინული ცხედარი დავინახე, სახე დასიებული ჰქონდა, ჩალურჯებები ლოყაზე. ეტყობოდა რომ თავის გადარჩენა სცადა სანამ მოკლავდნენ. სახლში ყველაფერი დალეწილი იყო, ტანსაცმელი ამოყრილი კარადებიდან. ჰქონდა ერთ კაცთან ურთიერთობა, მაგრამ გაშორდა. ის თავს მაინც არ ანებებდა. აიძულებდა გაეგრძელებინათ ურთიერთობა. დანახვის თანავე არ მომეწონა. სულ ვაფრთხილებდი ფრთხილად ყოფილიყო.” – განაცხადა სახლის მეპატრონემ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *