Latest news
23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა რა ჰქონდათ განზრახული დამნაშავეებს და რატომ მიატოვეს მირტო ქუჩაში 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის წინააღმდეგ ახალი საჩივარი შეიტანეს იასამნისფერი გზა, რომელიც თავს ზღაპრის გმირად გაგრძნნობინებთ საბერძნეთის ინიციატივას, არასრულწლოვნებისთვის სოც.მედიაზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით კვიპროსი... Cosmote Telekom-ი მეტალიკას კონცერტზე დასასწრებ ბილეთებს ათამაშებს როდემდე უნდა გადავცვალოთ ძველი პირადობები ირაკლიო: ციხიდან გაქცეულმა პატიმარმა გზად ქალი დააყაჩაღა კეფალონია: 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმის ახალი დეტალები ვრცელდება ევროპელი პროკურორების ასოციაცია: ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ჩვენს ბერძენ კოლეგენს ΟΠΕΚΕΠΕ-ის საქმის მს...
პარასკევი, აპრილი 17, 2026
მსოფლიო

საუდის არაბეთი: ადგილობრივ მესაზღვრეებს მიგრანტების ხოცვა-ჟლეტაში ადანაშაულებენ

საუდის არაბეთის მესაზღვრეებს ბრალი ედებათ იემენის საზღვარზე მიგრანტების მასობრივ მკვლელობაში, ნათქვამია Human Rights Watch-ის მოხსენებაში.

ასობით ადამიანი, მათ შორის ბევრი ეთიოპიელი, რომელთაც გადაკვეთეს ომის შედეგად განადგურებული იემენი საუდის არაბეთში გადასასვლელად, დაიღუპა საუდის მესაზღვრეების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად, ნათქვამია ამ მოხსენებაში, ისევე როგორც BBC-ისა და Guardian-ის მოხსენებებში. თუმცა საუდის არაბეთი ადრე უარყოფდა ბრალდებებს ხოცვა-ჟლეტის შესახებ.

Human Rights Watch-ს ანგარიშში მოჰყავს მიგრანტების ჩვენებები, რომლებიც აცხადებენ, რომ საუდის არაბეთის სამხედროები მათ ესროდნენ და გამოიყენეს ასაფეთქებელი ნივთიერებებიც.

მიგრანტები, რომლებსაც BBC დაუკავშირდა, საუბრობენ ღამის საშინელ გადასასვლელებზე, სადაც ეთიოპელების დიდ ჯგუფებს, მათ შორის ბევრ ქალსა და ბავშვს, ცეცხლი გაუხსნეს, როდესაც ისინი ცდილობდნენ საზღვრის გადაკვეთას ნავთობით მდიდარ სახელმწიფოში სამუშაოს საძებნელად.

HRW 2014 წლიდან აფიქსირებს საუდის არაბეთისა და იემენის საზღვარზე მიგრანტების მკვლელობებს. ეთიოპიელები მას კვეთენ საკუთარ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევების გამო და ეკონომიკური მიზეზებით. უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ საზღვარზე მკვლელობები დღემდე გრძელდება.

HRW მოუწოდებს საუდის არაბეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მიგრანტების მკვლელობა, სხვა ქვეყნებს – მოითხოვონ დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა, ხოლო გაეროს – ჩაატაროს გამოძიება.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *