Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

კუნძულ როდოსზე ხანძრის გაჩენაში ბრალდებული გერმანელი ტურისტი დააკავეს

დღეს, კუნძულ როდოსზე დააკავეს 20 წლის გერმანელი ტურისტი, რომელსაც ხანძრის განზრახ გაჩენაში ედება ბრალი.

ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ახალგაზრდა უცხოელი სასტუმროს თანამშრომლებმა დააფიქსირეს,  როდესაც ხმელ ლერწმებს ცეცხლი გაუჩნდა ზუსტად იმ ადგილას, რომელიც ტურისტმა სულ რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

20 წლის ახალგაზრდა სასტუმროს ტერიტორიაზე სწრაფად მისულმა მეხანძრეებმა დააკავეს და ხანძრის ჩაქრობა დაუყოვნებლივ დაიწყეს. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, აქვს თუ არა მას საბერძნეთის ტერიტორიაზე მსგავსი ქმედება ჩადენილი წარსულშიც.

როდოსის სახანძრო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში მიცემულ ჩვენებაში ტურისტი ამტკიცებდა, რომ ხანძარი მას არ გაუჩენია და ის შემთხვევით იმყოფებოდა ადგილზე, სადაც ის გაჩნდა.

თუმცა, მის მდგომარეობას განსაკუთრებით ამძიმებს საბერძნეთის ხელისუფლების მიერ გერმანიის ხელისუფლებისგან მიღებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მას სამშობლოშიც ადანაშაულებდნენ ხანძრის გაჩენაში.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *