Latest news
ინსომნია და მასთან დაკავშირებული პრობლემები 2026 წელს შობადობის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა ალონისოსის ეროვნულ საზღვაო პარკში ვულა: 24 წლის მძღოლი მანქანას 100 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მართავდა როცა ტაქსს შეეჯახა პირღოს: ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც მე-3 სართულიდან გადმოვარდა მეტროს მე-2 ხაზის რამდენიმე სადგური 15 მარტიდან 21:40 საათზე დაიკეტება სალონიკში 20 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ეჭვმიტანილი დააკავეს პირღოს: 18 წლის ბიჭი აივნიდან გადმოვარდა 13 მარტი ძილის საერთაშორისო დღეა როდის უნდა გადავწიოთ საათები 1 საათით წინ სალონიკი: 20 წლის ბიჭს ზურგში დანით ჭრილობები მიაყენეს
შაბათი, მარტი 14, 2026
ჯანმრთელობასაბერძნეთი

სახსრების ტკივილი, მისი გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის მეთოდები.

სახსრების ტკივილი, მისი გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის მეთოდები.

მნოშვნელოვანია ვიცოდეთ რა მდგომარეობაშია ჩვენი ორგანიზმი და გავუფრთხილდეთ ჩვენს ჯანმრთელობას. ინტერნეტში მოძიებული ინფორმაცია ჯანმრთელობის პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა არ არის, თუმცა რაც უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს ჩვენს სხეულზე, მით უფრო კარგად ვიცით რომელ ექიმს, საავადმყოფოს თუ მკურნალობის მეთოდს მივმართოთ. პირველადი ცოდნის მიღებისთვის კი არაჩვეულებრივი ხერხია ვეწვიოთ სამედიცინო (კლინიკების) ვებ-გვერდებს, რომლებიც ზოგად ინფორმაციას გვიზიარებენ სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით. დღეს კი სახსრების ტკივილზე, ტკივილის გამომწვევ მიზეზებზე და მისი მკურნალობის მეთოდებზე ვისაუბრებთ. აღნიშულ ინფორმაციას ჩვენი გვერდი გიზიარებთ ავერსის კლინიკიდან და rehabilitation.ge-დან მოწოვებული ცნობების შეჯამების შედეგად.

სახსრებში დისკომფორტი და ტკივილი ექიმთან მიმართვის ხშირი მიზეზია. უმეტესად გამოხატულია მტევნის, ტერფის, მენჯ-ბარძაყის, მუხლის სახსარში ან ხერხემლის მიდამოში. ტკივილი შეიძლება მუდმივი ან მოვლითი ხასიათის იყოს. გარდა ტკივილისა, სახსრის პრობლემებისთვის დამახასიათებელია მოძრაობის შეზღუდვა.

სახსრების ტკივილის რისკ ფაქტორებია:

● სახსრის ტრავმა;

● ართრიტი;

● ჭარბი წონა;

● ასაკი;

● არასწორი ფიზიკური დატვირთვა და სხვა.

რა იწვევს სახსრების ტკივილს?

სახსრების ქრონიკული ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

● ოსტეოართრიტი – ართრიტის გავრცელებულია ტიპია, დამახასიათებელია  სახსრის ყველა შემადგენელი ნაწილის მორფოლოგიური ცვლილებები, პირველ რიგში კი ხრტილის. კლინიკურად სახეზეა სახსრის ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა;

● რევმატოიდული ართრიტი – ქრონიკული დაავადებაა, იწვევს სახსრების შეშუპებასა და ტკივილს. დამახასაითებელია სახსრების დეფორმაცია;

● პოდაგრა – ახასიათებს შარდმჟავას კრისტალების ჩალაგება სახსარში. სახსარი არის მტკივნეული და განიცდის დეფორმაციას. ჩვეულებრივ წარმოდგენილია ფეხის ცერა თითზე;

● ვირუსული ინფექციები;

● ტენდინიტი  და სხვა.

 

სახსრების ტკივილის მკურნალობა და რეაბილიტაცია:

სახსრების ტკივილის მკურნალობა დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზზე. ზოგ შემთხვევაში ტკივილის შემსუბუქება შესაძლებელია ყოველდღიური მარტივი ვარჯიშებით. სხვა დროს, ტკივილი შეიძლება მიუთითებდეს პრობლემებზე, რომლებიც საჭიროებენ მედიკამენტოზურ ჩარევას.

ექიმები სახსრების ტკივილის შესამსუბუქებლად ხშირად რეკომენდაციას უწევენ ფიზიკურ თერაპიას, რაც აჩქარებს რეაბილიტაციის პროცესს:

ულტრაბგერითი თერაპია – აუმჯობესებს სისხლმომარაგებას, ააქტიურებს აღდგენით პროცესებს;

ელექტროთერაპია – აძლიერებს კუნთების ტონუსს, ზრდის სისხლმომარაგებას. აქვს ანთების საწინააღმდეგო, აღდგენისა და რეგენერაციის ეფექტი;

ლაზეროთერაპია  –  გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება , ააქტიურებს უჯრედის მეტაბოლიზმსა და მიკროცირკულაციას;

მაგნიტოთერაპია –  გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *