Latest news
პროკურორმა 89 წლის კაცის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო თეთრი ბუშტებით გააცილეს 13 წლის კონსტანტინე  ვოლოსის მერი 3 თვის განმავლობაში უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების ევთანაზიის მომხრეა  45 წლიანი კარიერის შემდეგ პილოტის ბოლო გულისამაჩუყებელი დაშვება 1 მაისი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგი 1 მაისი - მშრომელთა საერთაშორისო დღე შრომის დღისადმი მიძღვნილი გაფიცვა და აქცია ათენის ცენტრში დღეს ათენის ცენტრი  დილის საათებში გადაიკეტება სალონიკი: წამითაც კი არ დავფიქრებულვარ, ყველაფერი ისე სწრაფად და სპონტანურად მოხდა - აცხადებს 18 წლი... საბერძნეთი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას
პარასკევი, მაისი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

სოც მედიაში დაწყებული ჩხუბის სისხლიანი დასასრული

სოც მედიაში დაწყებული ჩხუბის სისხლიანი დასასრული

პაფოსში, კერძოდ პეღიას მაცხოვრებლებს შორის სოც.პლატფორმაზე, კერძოდ Tiktok-ზე დაწყებულ ჩხუბს ტრაგიკული დასასრული აღმოაჩნდა.

41 წლის კაცი რამდენიმე მეგობართან ერთად ლემესოდან პაღიაში თავისი ძმისშვილის სანახავად ჩავიდა, რომელთანახ სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა Tiktok-ზე. როდესაც 30 წლის ბიჭმა ბიძამისი 4 ადამიანთან ერთად მისკენ მიმავალი დაინახა მანქანაში ჩაჯდა და დაჯახება სცადა. შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. რომელსაც აღენიშნება სხეულის არეში ნაკაწრები და დამწვრობები, რადგან შეჯახებისას ძირს დაეცა და შემდეგ მანქანამ რამდენიმე მეტრის გზაზე ათრია. შეჯახების შემდეგ 30 წლის ბიჭმა დანა ამოიღო და საკუთარ ბიძას სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. 

დაჭრილი 41 წლის გიორგი მარინოვ ივანოვია ბულგარეთიდან, რომელიც სასწაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ოპერაციის დროს გარდაიცვალა. 

საავადმყოფოში მკურნალობას გადის 28 წლის ბიჭიც, რომელსაც დაკავებული მანქანით დაეჯახა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *