Latest news
პროკურორმა 89 წლის კაცის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო თეთრი ბუშტებით გააცილეს 13 წლის კონსტანტინე  ვოლოსის მერი 3 თვის განმავლობაში უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების ევთანაზიის მომხრეა  45 წლიანი კარიერის შემდეგ პილოტის ბოლო გულისამაჩუყებელი დაშვება 1 მაისი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგი 1 მაისი - მშრომელთა საერთაშორისო დღე შრომის დღისადმი მიძღვნილი გაფიცვა და აქცია ათენის ცენტრში დღეს ათენის ცენტრი  დილის საათებში გადაიკეტება სალონიკი: წამითაც კი არ დავფიქრებულვარ, ყველაფერი ისე სწრაფად და სპონტანურად მოხდა - აცხადებს 18 წლი... საბერძნეთი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას
შაბათი, მაისი 2, 2026
საბერძნეთი

ტრაგედია ვოლოსში: ადგილობრივი ბიზნესმენი მშენებარე ობიექტიდან გადავარდნის შედეგად გარდაიცვალა

ვოლოსში საზოგადოების მწუხარება გამოიწვია კერძო სამშენებლო კომპანიის მდლობელი ადგილობრივი ბიზნესმენის, დიმიტრი ანტონოპულოს ტრაგიკულმა გარდაცვალებამ,  რომელიც დღეს, დილით,  ოინოფიტაში საკუთარი სამშენებლო ობიექტის დათვალიერების დროს 18 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა.

50 წლის ბიზნესმენი რომელიც ძმასთან ერთად სამშენებლო კომპანიის თანამფლობელი იყო, სამუშაოების მიმდინარეობის  თვალყურის დევნების მიზნით  გუშინ დილით ოინოფიტაში სამშენებლო ობიექტს ესტუმრა.

ის ავიდა ლითონის კონსტრუქციაზე, რათა შეემოწმებინა მასალების განლაგება, მაგრამ რაღაც მომენტში, გაურკვეველი მიზეზით, უსაფრთხოების ღვედიდან ჩამოცურდა და 18 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

მუშებმა დაუყოვნებლივ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მაგრამ, სამწუხაროდ როდესაც ისინი მივიდნენ უკვე გვიანი იყო, რადგან ბიზნესმენის გარდაცვალება მყისიერი იყო.

თვითმხილველები ამბობენ, რომ 50 წლის მამაკაცმა დააბიჯა პლექსიგლასს, რომელიც, მისდა საუბედუროდ, სიმძიმისგან გატყდა, ამავე დროს, ის გაურკვეველი მიზეზით  მოხსნილი იყო დამცავი სამაგრიდან.

გამოცდილი კონტრაქტორი, როგორც მას ახასიათებენ, ყოველთვის ზრუნავდა სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალურად დაცვაზე. მას სერიოზული მასშტაბი პროექტები ჰქონდა განხორციელებული როგორც საბერძნეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *